საფურცლის სამაროვანი

საფურცლის სამაროვანი — გვიანდელი ბრინჯაოს რკინის ხანის ძეგლი (ძვ. წ. XIII-X საუკუნეებში) დიღმის მასივის III კვარტალში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 1977-1979 წლებში გათხარა თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გამოვლინდა ორმოსამარხი და ქვის წრეებით შემოზღუდული ქვაყრილიანი ორმოსამარხები. ყველა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია. კაცები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა, ხოლო დედაკაცები მარცხენა გვერდზე კიდურებმოხრილად. რამდენიმე სამარხში დადასტურებულია მჯდომარე პოზა.

ლიტერატურა

რედაქტირება