საფიე აილა
საფიე აილა (ინგლ. Safiye Ayla; დ. 14 ივლისი, 1907 — გ. 14 იანვარი, 1998) — თურქული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი.[1][2]
საფიე აილა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 ივნისი, 1907 სტამბოლი |
გარდაცვალების თარიღი | 14 იანვარი, 1998 (90 წლის) |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაფიე აილა დაიბადა 1907 წლის 14 ივლისს, სტამბოლში.[3] აილას მამა მის დაბადებამდე დაიღუპა,[4] ხოლო დედა მაშინ, როდესაც საფიე 3 წლის იყო. ამის შემდეგ ბავშვთა სახლში, „Çağlayan Darüleytâmı“-ში, სტამბოლის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში „ბებეკში“ გაგზავნეს, სადაც მან დაწყებითი განათლება მიიღო. მასწავლებლობას კოლეჯში სწავლის დროს დაეუფლა, ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც მასწავლებელი, თუმცა ეს საქმიანობა შემდეგ აღარ გაუგრძელებია.[5]
მან მისი მუსიკალური განათლება დაიწყო როგორც ფორტეპიანოს სტუდენტმა. მოგვიანებით იმ დროისთვის ცნობილ კაზინოებში შემსრულებლად მუშაობდა. მუსიკალური საქმიანობის დროს, იგი ბევრ ცნობილ და მნიშვნელოვან მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა. 1932 წელს გახდა მუსტაფა ქემალ ათათურქის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი.
1950 წელს დაქორწინდა ცნობილ არტისტზე, შერიფ მუჰიდან თარგანზე (1892-1967). მისი კონცერტების უმრავლესობა თურქული რადიოს ერთერში გადიოდა, მას მთლიანობაში 500 ჩანაწერი აქვს შექმნილი.
საფიე აილას წარმატებული კარიერა ჰქონდა, რომელიც გარკვეულწილად დამოკიდებული იყო მის მუსიკალურ სტილზე. მას მუსიკალურ სამყაროში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია, რადგან მის რეპერტუარში შედიოდა კლასიკური, თანამედროვე და პოპულარული მუსიკა.
იგი სიკვდილამდე სტამბოლში ცხოვრობდა, მის პატივსაცემად შექმნილია მუსიკალური კონკურსი, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს პოპულარიზაციას უწევს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Safiye Ayla anıldı“. Hürriyet (Turkish). 14 January 2011. ციტირების თარიღი: 8 January 2013.
- ↑ „TEV, değerli bağışçısı Safiye Ayla Targan’ı unutmadı“. Hürriyet (Turkish). 13 January 2012. ციტირების თარიღი: 8 January 2013.
- ↑ Frank W. Thackeray (2001). The History of Turkey. Westport, CT: Greenwood Press. ციტირების თარიღი: 20 December 2013. – via Questia (ფასიანი რეგისტრაცია) დაარქივებული 15 November 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Özkılınç, Güney (2015-03-13). Nâzım'ın Bursa Yılları (en). Evrensel Basım Yayın. ISBN 9786053312178.
- ↑ Safiye Ayla (1907 - 1998) Turkish. Onur Board (18 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 8 January 2013.