საფერავი ყვავილმცვენი

საფერავი ყვავილმცვენი, მამალი საფერავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში კახეთიდან.

საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა. ცნობილია აგრეთვე მამალი საფერავის სახელწოდებით და შერეული სახითაა გავრცელებული ყვარლის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ყვავილი ორსქესიანი აქვს, ხოლო თანაყვავილი პატარა, ვარიაცია ყვავილმცვენია. მტევანში ივითარებს 5-80 მარცვალს, მათშიც მხოლოდ ერთი მესამედია ნორმალური, დანარჩენი წვრილი და უწიპწოა. მცირემოსავლიანია, ერთ ძირზე ისხამს 180-150 გრამ ყურძენს. სამაგიეროდ დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს და საინტერესოა სელექციური ექსპერიმენტებისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 345