საფერავი უხვმოსავლიანი
საფერავი უხვმოსავლიანი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
საფერავის კლონი №359.
გამოვლენილია 1934 წელს კახეთში სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ. მას შემდეგ გავრცელებულია გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის სოფლებში. უხვმოსავლიანი და ძალიან ხარისხიანი კლონია.
ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-27%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.8-10.0 გ/ლ-ს.
გამოსადეგია მაღალხარისხიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 343