საფერავი დიდთანაყვავილიანი
საფერავი დიდთანაყვავილიანი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.
აღმოჩენილია 1936 წელს თელავში, ინსტიტუტის საწარმოო ნაკვეთზე. მოგვიანებით იგი აღმოაჩინეს სოფ. ნასომხარში, ბეღანასფშაზე და შაშიანში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებახასიათდება უზარმაზარი დატოტვილი თანაყვავილით, რომლის სიგრძეც 38 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო ცალკეული ტოტები — 26 სანტიმეტრს. ყვავილების რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტია. სამეურნეო თვალსაზრისით ეს ვარიაცია არაა საინტერესო, რადგანაც მცირემოსავლიანია, გვიან და გაჭიანურებულად ყვავილობს, ახასიათებს ძლიერი ყვავილცვენა და ნაგვიანევი სიმწიფე. მტევანში ნორმალური მარცვლების რაოდენობა 85-ია, ხოლო წვრილი და უწიპწო მარცვლების რაოდენობა — 150. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 14.3 გ/ლ-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 341