საუნჯე
„საუნჯე“ — ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი. საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდიოდა 1974 წლიდან თბილისში, 2 თვეში ერთხელ. ალმანახში იბეჭდებოდა როგორც უცხოური, ისე საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებთა თარგმანები (პროზა, პოეზია, კრიტიკული წერილები, ესეები). თავდაპირველად ალმანახის გამოსცემდა გამომცემლობა „მერანი“. შემდეგ გამოსცემდა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია. მთავარ რედაქტორად მუშაობდნენ კონსტანტინე ლორთქიფანიძე (1974—1976), შოთა ნიშნიანიძე (1976—1982). 1982 წლიდან 1988 წლამდე რედაქტორი მუხრან მაჭავარიანი. ტირაჟი 10 ათასი (1985).
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიშნიანიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 148.