საუდ ბინ რაშიდ ალ მუალა
საუდ ბინ რაშიდ ალ მუალა — უმ-ელ-კაივაინის საამიროს ამირა და გაერთიანებული საამიროების უმაღლესი საბჭოს წევრი. საუდი უმ-ელ-კაივაინის ამირა 2009 წლის 2 იანვარს, მისი მამის რაშიდ III ბინ აჰმად ალ მუალას გარდაცვალების შემდეგ გახდა.
საუდ ბინ რაშიდ ალ მუალა سعود بن راشد المعلا | |
უმ-ელ-კაივაინის მე-11 ამირა | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2 იანვარი 2009 |
ვიცე-პრეზიდენტი | მოჰამედ ალ მაკტუმი |
პრეზიდენტი | ხალიფა ალ ნაჰაიანი |
პრემიერ-მინისტრი | მოჰამედ ალ მაკტუმი |
წინამორბედი | რაშიდ III ალ მუალა |
დაბადებული | 1 ოქტომბერი, 1952 |
მამა | რაშიდ III ალ მუალა |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაუდ ბინ რაშიდ ალ მუალა დაიბადა 1952 წლის 1 ოქტომბერს. საშუალო და ძირითადი განათლება შეიხმა საუდმა უმ-ელ-კაივაინში მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა ლიბანში განაგრძო. 1974 წელს ეკონომიკის ხარისხით დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი.
1973 წელს დაინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრად. 1977 წელს კი დაინიშნა უმ-ელ-კაივაინის გვარდიის მეთაურად. 1979 წელს დაინისნა უმ-ელ-კაივაინის საამიროს სასამართლოს ხელმძღვანელად, ხოლო 1982 წელს გახდა ტახტის მემკვიდრე.