სატოში ტომიი
სატოში ტომიი (Satoshi Tomiie (富家哲) — იაპონელი ჰაუზ-მუსიკის პროდიუსერი და დიჯეი. დაწერილი აქვს მუსიკა მრავალი საუნდტრეკისთვის, მათ შორის ანიმატრიქსის საუნდტრეკი.
ადრეული ასაკიდან მშობლების წაქეზებით პიანინოზე დაიწყო დაკვრა და სკოლის პერიოდში რამდენიმე ბენდის წევრი იყო, სადაც ძირითადად ჯაზით იყო გატაცებული. მოგვიანებით ჰიპ-ჰოპითა და დიჯეობით დაინტერესდა. პროფესიულად ამ საქმიანობით დაკავდა იაპონური კოსმეტიკური კომპანიის შეკვეთის შესრულებისას, სადაც მას ფრენკი ნაკლზ-ის შოუსთვის ტრეკის მომზადება დაევალა. ხელმძღვანელმა მასში პოტენციალი დაინახა და შედეგად შეიქმნა ამჟამად უკვე ჰაუზის კლასიკა "Tears".
წარმატებით წაქეზებულმა დიჯეიმ ნიუ-იორკში გადაინაცვლა, თუმცა აღმოაჩინა, რომ მიუხედავად დიდი წარმატებისა იაპონიაში, კონკურენცია აშშ-ში გაცილებით მძაფრი იყო. მიუხედავად ამისა, ის ჯგუფს Def Mix შეუერთდა და მალე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი დიჯეი გახდა ხშირი ტურებით წამყვან საერთაშორისო კლუბებში.
2000 წელს ტომიიმ შექმნა მისი პირველი დისკი სონისთვის "Full Lick", რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ინგლისში ხვდა.
ტომის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და წარმატებულ პროექტებად ითვლება დიჯეი მიქსები "Nubreed 006 on Boxed". ის ფლობს ჰაუზ მუსიკის ჩამწერ ლეიბლს "Saw Recordings".