რადისონ ბლუ ივერია

სასტუმრო თბილისში
(გადამისამართდა გვერდიდან სასტუმრო ივერია)
ტერმინს „ივერია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივერია.

რადისონ ბლუ ივერია — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქ თბილისში. ყოფილი „ინტურისტის“ სასტუმრო.

რადისონ ბლუ ივერია (5)
მდებარეობა ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ისტორია
გახსნის თარიღი პირველად 1967
მეორედ 2009
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 249
სართულების რაოდენობა 18
ოფიციალური ვებ-გვერდი

თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ, ი. ცხომელიძის მონაწილეობით აიგო და XX საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო ქალაქში.

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის ტრაგიკული მოვლენების შედეგად შენობა საგრძნობლად დაზიანდა და გაპარტახდა. მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული.

XXI საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია სილკ როუდ ჯგუფს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თანამოწილესთან ერთად სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია რადისონს მიჰყიდა. განახლებული პროექტი 2005 წელს დამტკიცდა და სამშენებლო სამუშაოები 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. 2009 წელს გაიხსნა განახლებული სასტუმრო ივერია ახალი სახელწოდებით „რადისონ ბლუ ივერია“. 18-სართულიან შენობაში 248 ოთახია, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია.

სასტუმროს რეკონსტრუქციის ბიუჯეტმა $65 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება