სასარის პროვინცია
სასარის პროვინცია (იტალ. Provincia di Sassari) — პროვინცია იტალიაში, ავტონომიურ კუნძულოვან რეგიონ სარდინიაში. დედაქალაქია სასარი.
პროვინციის ფართობი 4 282 კმ²-ია, მოსახლეობა — 322 326 ადამიანი (2001). შედგება 66 კომუნისგან, რომელთა შორისაც მოსახლეობის მხრივ უდიდესებია: სასარი (მოსახლ. 120 729), აგლერო (38 404), პორტო-ტორესი (21 064), სორზო (12 842), ოციერი (11 334), ლიტირი (9 000) და სენორი (7 300).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.