სასარი
სასარი (იტალ. Sassari, სარდ. Tàtari) — ქალაქი იტალიაში. მისი მოსახლეობა 130 000 ადამიანია (მეტროპოლიის 300 000) და წარმოადგენს კუნძულ სარდინიის მეორე უმსხვილეს ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მიეკუთვნება კუნძულის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს და ფლობს ხელოვნების მნიშვნელოვან კოლექციას.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სასარი Sassari | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | სარდინია | ||||
კოორდინატები | 40°44′00″ ჩ. გ. 8°34′00″ ა. გ. / 40.73333° ჩ. გ. 8.56667° ა. გ. | ||||
მმართველი | Nicola Sanna | ||||
ფართობი | 546,08 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 225 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 130 656 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 0,2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 079 | ||||
საფოსტო ინდექსი | 07100 | ||||
საავტომობილო კოდი | SS | ||||
ოფიციალური საიტი | comune.sassari.it | ||||
ისტორიის განმავლობაში სასარის მართავდნენ თავად სარდინიელები, გენუელები, პიზელები, არაგონელები, ესპანელები და ავსტრიელები, რომელთაგან ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა ქალაქის ისტორიულ და ხელოვნების მემკვიდრეობაში. საასარი მდიდარია ხელოვნებით, კულტურითა და ისტორიით, ცნობილია თავის ულამაზესი პალაცოთი და ელეგანტური, ნეო-კლასიკური პიაცებით.
როგორც სარდინიის მეორე უმსხვილესი და იტალიის მეხუთე უდიდესი მუნიციპალიტეტი (546 კმ²), კუნძულისთვის მას გააჩნია დიდი კულტურული, ტურისტული, კომერციული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ქალაქის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება ტურიზმისა და მომსახურების სექტორებს, ნაწილობრივ კი კვლევების, მშენებლობის, ფარმაცევტულ და ნავთობინდუსტრიას.
ცნობილი სასარელები
რედაქტირება- ანტონიო სენი — იტალიის მე-4 პრეზიდენტი
- ფრანჩესკო კოსიგა — იტალიის მე-8 პრეზიდენტი