სარფი (ქემალფაშის რაიონი)

სარფი (თურქ. Sarp) — სოფელი ქემალფაშის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 86 კილომეტრში, ხოლო ქემალფაშიდან 5 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 181 ადამიანი ცხოვრობს.[2] 1921 წელს თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვრის განსაზღვრის დროს, სოფლის ორად გაყოფის შედეგად გაჩნდა ორი სოფელი. საქართველოში ამ სოფლის დარჩენილ ნაწილსაც სარფი ჰქვია. ორ სოფელს შორის მდებარეობს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტი თურქეთსა და საქართველოს შორის.

სოფელი
სარფი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ქემალფაშა (ართვინი)
კოორდინატები 41°31′04″ ჩ. გ. 41°32′55″ ა. გ. / 41.51778° ჩ. გ. 41.54861° ა. გ. / 41.51778; 41.54861
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 08600
სარფი (ქემალფაშის რაიონი) — თურქეთი
სარფი (ქემალფაშის რაიონი)

1877-1878 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ სოფელი რუსეთის იმპერიის საზღვრებშია. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წელს, როდესაც თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვარი განისაზღვრა, სოფელი ორად გაიყო. ორივე სოფელმა შეინარჩუნა სახელწოდება. თურქეთსა და საქართველოს შორის 1989 წელს გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ამ ორი სოფლის სახელს ატარებს.

2017 წლიდან სარფი შედის ქემალფაშის რაიონში.[3]

  1. Sarp Köyü Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Şubat 2017. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  2. Artvin Kemalpaşa Sarp Köy Nüfusu Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Kasım 2018. ციტირების თარიღი: 18 Mayıs 2020.
  3. Yeni KHK ile iki belde ilçe yapıldı! Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Mart 2019. ციტირების თარიღი: 20 Ocak 2020.