სარვათ ალ-ჰასანი
პრინცესა სარვათ ალ-ჰასანი (არაბ. ثروت الحسن; დაბადებული სარვათ იქრამულაჰი დ. 24 ივლისი 1947, კოლკატა, ბრიტანეთის ინდოეთი) — პაკისტან-იორდანელი პრიცესა და პრინც ჰასან ბინ თალალის მეუღლე. დაიბადა 1947 წლის 24 ივლისს კოლკატაში,[1] რომელიც მაშინდელი ბრიტანეთის ინდოეთის ნაწილი იყო, ინდოეთის სუბკონტინენტის გამოჩენილ მუსლიმურ ოჯახში.[1]
პრინცესა სარვათი | |
---|---|
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 28 აგვისტო 1968 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: |
ჰუსეინი აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივლისი, 1947[1][2] |
დაბ. ადგილი: | კოლკატა, ბრიტანეთის ინდოეთი |
მეუღლე: | ჰასან ბინ თალალი |
შვილები: |
პრინცესა რაჰმა პრინცესა სუმაია პრინცესა ბადია პრინცი რაშიდი |
დინასტია: | ჰაშიმიდები (ქორწ.) |
მამა: | მოჰამედ იქრამულაჰი |
დედა: | შაისტა სუჰრავარდი იქრამულაჰი |
რელიგია: | ისლამი |
ოჯახი
რედაქტირებამამამისი, ბჰოპალიში დაბადებული მოჰამედ იქრამულაჰია, რომელიც ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფამდე ინდოეთის სამოქალაქო სამსახურის უფროსი წევრი იყო. შემდეგ ის შეუერთდა მუჰამედ ალი ჯინას გაყოფის კომიტეტს, მოგვიანებით კი კანადის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩად მუშაობდა. მისი ბოლო პოსტი იყო თანამეგობრობის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეობა. სარვათის ბენგალური დედა, კოლკატაში დაბადებული ბეგუმ შაისტა სუჰრავარდი იქრამულაჰია, რომელიც მწერალი იყო და ერთ-ერთი პირველი პაკისტანის პარლამენტის ქალი წევრი. ბეგუმ იქრამულაჰი ასევე მუშაობდა ელჩად მაროკოში და რამდენიმეჯერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგატიც იყო. პრინცესა სარვათს სამი და ჰყავს, მათ შორის ბანგლადეშელი ადვოკატი სალმა სობჰანი და ბრიტანელ-კანადელი კინორეჟისორი ნაზ იქრამულაჰი.[1][3][4]
ქორწინება და შვილები
რედაქტირებაპრინცესა სარვათი და იორდანიის პრინცი თალალი 1968 წლის 28 აგვისტოს, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში დაქორწინდნენ. ისინი ამანის ერთ-ერთ უძველეს სახლში, ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობენ:[1][5]
- პრინცესა რაჰმა (დ. 13 აგვისტო 1969)
- პრინცესა სუმაია (დ. 14 მაისი 1971)
- პრინცესა ბადია (დ. 28 მარტი 1974)
- პრინცი რაშიდი (დ. 20 მაისი 1979)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინდუსური დედამიწა: H.R.H. პრინცესა სარვათ ელ-ჰასანი დაარქივებული 2010-01-23 საიტზე Wayback Machine.
- მოქალაქეთა ფონდი: პრინცესა სარვათ ელ-ჰასანი TCF- ის სკოლა დაათვალიერა დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.
- ადამიანის განვითარების ეროვნული კომისია: პაკისტანის ადამიანის განვითარების ფონდი (PHDF) დაარქივებული 2017-05-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 :: Majlis El Hassan :: Sarvath El Hassan :: Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2017-05-25.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
- ↑ "Princess Sarvath on the Education of Women in the Muslim World". Arabic News. 1998-12-10.
- ↑ Jordan2. ციტირების თარიღი: 2017-05-25.
- ↑ Business Optimization Consultants B.O.C.. H.R.H. Prince El Hassan bin Talal. ციტირების თარიღი: 2017-05-25.