სარა მონტიელი
სარა მონტიელი (ესპ. Sara Montiel; დ. 10 მარტი, 1928, Campo de Criptana - 8 აპრილი, 2013, მადრიდი)— ესპანელი კინომსახიობი და ესტრადის მომღერალი. ნამდვილი სახელი - მარია ანტონია ალეხანდრა ვიცენტა ელპიდია ისიდორა აბად ფერნანდესი (ესპ. María Antonia Alejandra Vicenta Elpidia Isidora Abad Fernández). ფილმების ტიტრებში მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც Sarita Montiel / Sarita Montiel.[1][2][3][4]
Sara Montiel | |
---|---|
სარა მონტიელი - 1955 წ. | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, [1928] |
გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი 2013 (85 წ.) |
მოქალაქეობა | მექსიკა 1951 წლიდან |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1943-2013 |
ბიოგრაფია
რედაქტირებასარა მონტიელის, ესპანური კინოს მომავალი ვარსკვლავის ბავშვობა, რომელსაც „მელოდრამის დედოფალს“ უწოდებენ, არაფრით მოასწავებდა მის კინემატოგრაფიულ მომავალს. გოგონა დაიბადა 1928 წლის 10 მარტს ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას შტატში, სიუდად რეალის პროვინციაში, დაბა კამპო დე კრიპტანაში, მრავალრიცხოვან, დაბალშემოსავლიან კათოლიკურ ოჯახში. ნათლობისას მან მიიღო ესპანური სახელი: მარია ანტონია ალეხანდრა ვიცენტა ელპიდია ისიდორა (აბად ფერნანდესი- გვარი). გოგონა მსახურობდა ეკლესიაში, დადიოდა მონასტრის პანსიონში. მშობლებს სურდათ, რომ იგი მონაზონი გამხდარიყო, ხშირად მას სიყვარულით უწოდებდნენ სარიტას. სარა აღმერთებდა მშობლებს, განსაკუთრებით მამას. ხუთი წლის ასაკიდან იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში და სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. სახლში გოგონა მთელ თავისუფალ დროს რადიომიმრებთან ატარებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსიკალური პროგრამები ან ოპერები გადაიცემოდა. მშობლების გასაკვირად, შვიდი წლის ასაკში სარას შეეძლო ჯუზეპე ვერდის ისეთი რთული ოპერების შესრულება, როგორიცაა ტრავიატა, ტრუბადური და რიგოლეტო. აღსანიშნავია, რომ მისთვის არავის უსწავლებია. გოგონამ სმენით დამოუკიდებლად შეისწავლა არიები. თერთმეტი წლის ასაკში სარამ მადრიდის ქუჩებში წაიკითხა განცხადება ხალხური სიმღერების საუკეთესო შესრულების კონკურსის შესახებ და, თავისთავად, მშობლების გარეშე, მივიდა პალასხრუსტალში და იმღერა ავტორიტეტული ჟიურის წინაშე. ის გახლდათ კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება: მიენიჭებინა პატარა კონკურსანტისთვის პირველი ადგილი, გაეცა მთავარი პრიზი და გაეგზავნა მუსიკის აკადემიაში გამოცდებისა და სწავლის საფასურის გარეშე. ამ დროიდან უკვე ნათელი გახდა, რომ სარიტა აღარ იმღერებდა საეკლესიო გუნდში. უფრო მეტიც, მისი ხმა მალევე შეიცვალა. უფრო დაბალი გახდა, შეიძინა განსაკუთრებული ხიბლი და იდუმალება. ახალგაზრდა სარა ოცნებობდა მხოლოდ კინოსა და სცენაზე.
კინოკარიერის დასაწყისი ესპანეთში
რედაქტირებადაასრულა თუ არა მუსიკალური აკადემია, სარამ წაიკითხა მადრიდის კინოსტუდიის განცხადება, რომელიც იწვევდა ყველა მსურველს კინოს სინჯებზე. სარა მივიდა შესარჩევ ტურზე. 16 წლის გოგონა შენიშნეს და მიიწვიესგადასაღებ მოედანზე.[5] მან ითამაშა თავის პირველ ფილმში, რომელსაც ერქვა "მიყვარხარ ჩემთვის" (1944). მეორე ფილმიდან დაწყებული - "ყველაფერი ქორწილიდან დაიწყო" (1944) - მსახიობმა აიღო ფსევდონიმი სარა მონტიელი, რომლითაც მალე მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. ერთ წელიწადში სარა მონტიელის მონაწილეობით ესპანეთში გამოვიდა ერთდროულად სამი ფილმი. მას იწვევდნენ კონცერტებზე. მალე მის მიერ შესრულებული სიმღერების მისი პირველი დისკი გამოვიდა დიდი ტირაჟით . 1945 წლიდან 1950 წლამდე სარა მონტიელმა 14 ფილმში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მალე უფრო ნაკლებად იწვევდნენ, რაც უკვე მსახიობის შეშფოთებას იწვევდა. მას ესმოდა, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო და მან სარისკო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა: ოკეანის გაღმა, მექსიკაში გაემგზავრა.
კინოკარიერა მექსიკაში
რედაქტირებამექსიკაში გადასვლის შემდეგ, სარამ შეასრულა მუსლიმი პრინცესას როლი ისტორიულ ფილმ-მელოდრამაში " სიყვარულის სიგიჟე", რომელიც ასევე გამოვიდა ამერიკულ ეკრანებზე. მექსიკაში სარამ ითამაშა 13 მექსიკაში სარა მონტიელის შვიდი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, მას ყურადღება მიაქციეს ამერიკელმა რეჟისორებმაც და მიიწვიეს ჰოლივუდში.
ჰოლივუდი
რედაქტირებაჰოლივუდში გადასვლის შემდეგ სარა მონტიელმა 1954 წელს დასავლურ ვესტერნ "ვერაკრუში" გარი კუპერთან და ბერტ ლანკასტერთან ერთად ითამაშა. ფილმმმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. შედეგად Columbia Pictures -მადაუყოვნებლივ შესთავაზა ესპანელ მსახიობს შვიდი წლის კონტრაქტი, მაგრამ სარას არ სურდა ამდენი ხნის განმავლობაში ჰოლივუდში დარჩენა და უარი განაცხადა. 1956 წელს სარა მონტიელმა ითამაშა მუსიკალურ მელოდრამაში "სერენადა", რომლის რეჟისორი იყო ენტონი მანი Warner Bros. Studios- დან. ამ ფილმში სარა მონტიელის ეკრანული პარტნიორი იყო ლეგენდარული ამერიკელი საოპერო ტენორი და იტალიური წარმოშობის კინომსახიობი მარიო ლანცა, რომელმაც ამ ფილმში (ისევე როგორც მის სხვა ფილმებში) შეასრულა რამდენიმე სიმღერა. სარა მონტიელი გადაღებების დროს დაუმეგობრდა მარიო ლანცას. ერთი წლის შემდეგ, მსახიობი დაქორწინდა რეჟისორ ენტონი მენზე, რომელიც ოცდა სამი წლით იყო მასზე უფროსი და რომლისთვისაც ეს არ იყო პირველი ქორწინება. სარას ოჯახური ცხოვრება არ გამოვიდა.[6] ის თითქმის ვერ ნახულობდა მეუღლეს, რომელიც მუდმივად გადასაღებ მოედანზე იყო. ამიტომ, როდესაც მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ხუან დე ორდუტანამ მსახიობს შესთავაზა ესპანეთში ფილმში მონაწილეობა, ის დათანხმდა და სამშობლოში დაბრუნდა. ესპანეთში მისი დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა. სარას იწვევდნენ ქვეყნის ყველაზე ცნობილი რეჟისორები. მან ბევრი წარმატებული კინოსახე შექმნა. განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარება მოუტანა რეჟისორ რაფაელ ხილის მუსიკალურ მელოდრამაში „შანტეკლერის დედოფალი“ (1962 წ.)შესრულებულმა მთავარმა როლმა. სარა ასევე წარმატებულად გამოდიოდა ესტრადაზე.
ოჯახი და შვილები
რედაქტირებასარა მონტიელი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მან ორი ბავშვი იშვილა.
მსახიობის პირველი მეუღლე იყო რეჟისორი ენტონი მანი, რომელთანაც ისინი ჰოლივუდში დაქორწინდნენ 1957 წელს, მაგრამ ქორწინება არ იყო ძალიან წარმატებული და 1961 წელს სარა გაშორდა მეუღლეს.
მსახიობის მეორე მეუღლე იყო მრეწველი ხოსე ვისენტე რამირეს ოლალა. ისინი დაქორწინდნენ 1964 წელს, მაგრამ დაშორდნენ 1970 წელს.
მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო იმპრესარიო და ჟურნალისტი ხოსე ტოუში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მასზე სამი წლით უმცროსი იყო (დაიბადა 1931 წელს), სარის აზრით, ბევრ რამეში ახსენებდა მამას. იყო მასავით მამაცი და შეუპოვარი . სარა 1979 წელს დაქორწინდა ხოსე ტოუშზე. ამ ბედნიერი ოჯახური კავშირის დროს, წყვილმა ორი ბავშვი იშვილა: ქალიშვილი ტაისი, დაიბადა 1979 წელს ბრაზილიაში და ვაჟი ტაილი, რომელიც 1983 წელს ალიკანტეში დაიბადა. სარა და ხოსე კარგი მშობლები გახდნენ, მაგრამ 1992 წელს ხოსე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება მთელი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო.
2002 წელს მსახიობი დაქორწინდა კუბელ ოპერატორზე, ანტონიო ერნანდესზე. სარა 73 წლის იყო, მეუღლე- 38 წლის, 2005 წელს ისინი დაშორდნენ.
სარა მონტიელი გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს მადრიდში 85 წლის ასაკში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "La Gran Diva: Remembering Sara Montiel". NPR.org. Retrieved 2020-05-08.
- ↑ "PASSINGS: Sara Montiel, Josep Joan Bigas Luna". Los Angeles Times. 2013-04-09. Retrieved 2020-05-08.
- ↑ "Sara Montiel es hoy de las 'Imprescindibles'[მკვდარი ბმული] Diario de Sevilla (ესპანურ ენაზე). 2019-12-15. Retrieved 2020-05-08.
- ↑ "Muere Sara Montiel a los 85 años". FormulaTV (ესპანურ ენაზე). Retrieved 2020-05-08.
- ↑ Moya, Edwin López (2018-04-12). "New Sara Montiel biography is being written in Philadelphia".[მკვდარი ბმული] AL DÍA News. Retrieved 2020-05-08.
- ↑ "La boda de Sara Montiel y Toni Hernández: el día que se acuñó el ¿Pero qué pasa? ¿Pero qué invento es esto?"[მკვდარი ბმული]. Vanity Fair (ესპანურ ენაზე). 2019-10-12. Retrieved 2020-05-08.