ლა-მანჩა
ლა-მანჩა — ისტორიული მხარე ესპანეთში. დღესდღეობით შედის კასტილია-ლა-მანჩას ავტონომიურ რეგიონში.

წითლად მოცემულია ლა-მანჩას ისტორიული მხარე, ნაცრისფრად კი-კასტილია-ლა-მანჩას ავტონომიური როგიონი.
ლა-მანჩა მდებარეობს მშრალ, ხელოვნურად განაყოფიერებულ პლატოზე (610 მ) ცენტრალურ ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით. იგი მდებარეობს ტოლედოს მთებიდან კუენკას მთიანეთის დასავლეთ ფერდობებამდე. სამხრეთიდან საზღვრავს სიერა მორენა, სამხრეთიდან კი ლა ალკარისა რეგიონი. ლა-მანჩას პლატო გადანაწილებულია ტოლედოს, კუენკას, ალბასეტესა და ყველაზე მეტად, კი სიუდად რეალის პროვინციებში.
ლა-მანჩას განსაკუთრებული პოპულარობა შესძინა სერვანტესის რომანმა „დონ კიხოტი“, რომლის მოქმედება ლა-მანჩას მხარეში მიმდინარეობს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ხალხური სიმღერა ლა-მანჩაში დაარქივებული 2009-02-10 საიტზე Wayback Machine.