სარა ჯესიკა პარკერი
(გადამისამართდა გვერდიდან სარა-ჯესიკა პარკერი)
სარა ჯესიკა პარკერი (ინგლ. Sarah Jessica Parker; დ. 25 მარტი 1965, ნელსონვილი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. უმუშავია ტელევიზიაში, კინოში და თეატრში. ყველაზე უკეთ ცნობილია მის მიერ განსახიერებული გაზეთის ავტორის — კერი ბრედშოუს როლისთვის, HBO-ს ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ (1998—2004), რომელმაც მას ოთხი ოქროს გლობუსის, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდო მოუტანა. ამავე როლს პარკერი განასახიერებს სერიალის სრულმეტრაჟიან ვერსიაში, რომელიც აშშ-ს კინოთეატრებში 2008 წლის 30 მაისს გამოვიდა.
სარა ჯესიკა პარკერი | |
---|---|
სარა ჯესიკა პარკერი 2022 წელს | |
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1965 ნელსონვილი, ოჰაიო, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974–დღემდე |
მეუღლე(ები) | მეტიუ ბროდერიკი (1997–დღემდე) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება