საპირველმაისო — სახორცე-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია როდ-აილენდის, ვიანდოტისა და იურლოვური მყივანა ჯიშის შეჯვარებით. ტანი საშუალო სიგრძისა, განიერი და ღრმად ჩასხმული. თავი პატარაა, აქვს მცირე ზომის მოვარდისფრო ბიბილო; ე. წ. ყურის ბიბილოები წითელია; ნისკარტი მცირე, ყვითელი. შებუმბვლის შეფერილობა თეთრია, ფაფარი და კუდის საჭის ბუმბული — შავი. კანი და ფეხები ყვითელია. მამლის საშუალო მასაა 3,7 კგ, დედლისა — 2,7 კგ. კვერცხმდებლობა 160–170 ცალი წელიწადში; თითოეული საშუალოდ 57 იწონის. ჯიშს ძირითადად მოყვარული მეფრინველეები აშენებენ და გენოფონდის მეურნეობებში ინახავენ როგორც რეზერვს.

ლიტერატურა

რედაქტირება