იურლოვური მყივანა

ერთ-ერთი უძველესი სამამულო მეხორცულ-მეკვერცხული ქათმის ჯიში

იურლოვური მყივანა — ერთ-ერთი უძველესი სამამულო მეხორცულ-მეკვერცხული ქათმის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს ვორონეჟის, კურსკისა და ორლოვოს გუბერნიების ტერიტორიაზე (რუსეთის იმპერია) სახალხო სელექციის მეთოდით. ხანგრძლივი ხმიერი ყივილის მქონე მამლების (აქედან სახელწოდება) ამორჩევით მიიღეს ფრინველები განვითარებული გულმკერდითა და კარგად გამოხატული მეხორცული ფორმებით. ტანი მასიურია, თავი მსხვილი, ბიბილო მცირე ზომის, მოვარდისფრო და ფურცლისებრი. შებუმბვლა სხვადასხვა ფერისაა (გავრცელებულია ღია ყვითელი ან მურა ფერის „ფაფრის“ მქონე ქათმები). მამლის ცოცხალი მასაა 3,3–4,0 კგ, დედლისა 2,5–3,0 კგ. კვერცხმდებლობა 110–120 ცალი წელიწადში; თითოეული 65–70 იწონის. ძირითადად აშენებენ რუსეთის ცენტრალური ფედერალური ოკრუგის მოყვარული მეფრინველეები. ინახავენ სარეზერვო გენოფონდის სახით.

იურლოვური მყივანა ჯიშის მამალი

ლიტერატურა

რედაქტირება