საპალერი
საპალერი (ესპ. Cerro Zapaleri) — სამმწვერვალიანი ჩამქრალი ვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიის, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე. მდებარეობს კორდილიერა-ლიპესის მთათა მასივის სამხრეთ კიდეზე. უმაღლსეი მწვერვალი ზღვის დონიდან 5653 მეტრზე მდებარეობს.
საპალერი | |
---|---|
კოორდინატები: 22°48′57″ ს. გ. 67°10′48″ დ. გ. / 22.81583° ს. გ. 67.18000° დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია ჩილე არგენტინა |
ტერიტორიული ერთეული | პოტოსის დეპარტამენტი ანტოფაგასტის რეგიონი ხუხუის პროვინცია |
სიმაღლე | 5653 მ |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
ბოლივიის ნაწილი მოქცეულია პოტოსის დეპარტამენტში, ჩილეს — ანტოფაგასტის რეგიონში, არგენტინის — ხუხუის პროვინციაში.