პასტო (კოლუმბია)
პასტო, ოფიციალურად სან-ხუან-დე-პასტო (ესპ. San Juan de Pasto) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ კოლუმბიაში, ნარინიოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ანდების კორდილიერაში, გალერასის ვულკანის ძირას, ზღვის დონიდან 2 527 მეტრზე. მოსახლეობა დაახლოებით 500 000 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პასტო Pasto | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დეპარტამენტი | ნარინიო | ||||
კოორდინატები | 01°12′28″ ჩ. გ. 77°16′38″ დ. გ. / 1.20778° ჩ. გ. 77.27722° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1539 | ||||
ფართობი | 1 181 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 527 მ | ||||
მოსახლეობა | 321 345 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 270 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +57 2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 520001-520099 | ||||
ოფიციალური საიტი | pasto.gov.co | ||||
თავდაპირველად პასტო 1537 წელს ესპანელმა კონკისტადორმა სებასტიან დე ბალალკასარმა დააარსა. 1539 წელს, სხვა კონკისტადორმა ლორენსო დე ალდანამ ქალაქი ამჟამინდელი მდებარეობის ადგილას გადაიტანა და სან-ხუან-დე-პასტო უწოდა. პასტო ადგილობრივი ხალხი იყო, რომელიც ამ დროისათვის სახლობდა არეალში.
ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან ქალაქი რეგიონის ადმინისტრაციული, კულტურული და რელიგიური ცენტრია. დღემდე მას კოლუმბიის თეოლოგიურ ქალაქს უწოდებენ. ესპანელთა წინააღმდეგ კოლუმბიის დამოუკიდებლობისათვის ომში, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, პასტო როიალისტური ქალაქი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნაწილობრივ ამ მიზეზით და ნაწილობრივ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საკმაოდ დიდხანს პასტო დანარჩენი კოლუმბიისგან იზოლირებული რჩებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Photos of the "Carnaval de Blancos y Negros" დაარქივებული 2005-04-04 საიტზე Wayback Machine.
- Universidad de Nariño
- Photos Carnaval de Negros Y Blancos Pasto დაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine.
- Mayor's office