სან-მიგელ-დე-ტუკუმანი
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი — ქალაქი ჩრდილოეთ არგენტინაში. ტუკუმანის პროვინციის დედაქალაქი. ბუენოს-აირესიდან დაცილებულია 1.311 კმ-ით. არგენტინის უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესის, კორდობის, როსარიოს და მენდოსის შემდეგ, ჩრდილოეთ არგენტინის უმთავრესი ქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 527,607 ადამიანს (2009).
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი San Miguel de Tucumán | |||
გუბერნიის შენობა | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | ტუკუმანის პროვინცია | ||
კოორდინატები | 26°49′00″ ს. გ. 65°12′00″ დ. გ. / 26.81667° ს. გ. 65.20000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1565 წ. | ||
ფართობი | 91 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 431 მ | ||
მოსახლეობა | 527,607 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 5799 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 0381 | ||
საფოსტო ინდექსი | T4000 | ||
ოფიციალური საიტი | sanmigueldetucuman.gov.ar | ||
ქალაქი 1565 წელს დააარსეს ესპანელმა კონკისტადორებმა, როდესაც ისინი პერუდან ექსპედიციებს აწყობდნენ, ხოლო ამჟამინდელ გეოგრაფიულ ადგილას გადაადგილდა 1685 წელს.
ქალაქი უმნიშვნელოვანესი კომერციული და სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. აწარმოებს შაქრის ლერწამს, თამბაქოს, ბრინჯს, ხილს, რის გამოც ხშირად „არგენტინის ბაღსაც" უწოდებენ.
აქ მდებარეობს 1914 წელს დაარსებული ტუკუმანის ეროვნული უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- პროვინციის ოფიციალური საიტი
- მუნიციპალიტეტი დაარქივებული 2014-05-27 საიტზე Wayback Machine.
- Casa de la Independencia დაარქივებული 2018-09-12 საიტზე Wayback Machine.
- Google-ის თანამგზავრული რუკა