სან-მარკოსის დეპარტამენტი
სან-მარკოსი (ესპ. San Marcos) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია სან-მარკოსი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება უეუეტენანგოს დეპარტამენტი, აღმოსავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით კეცალტენანგოს დეპარტამენტი, სამხრეთით რეტალულეუს დეპარტამენტი, დასავლეთით კი მექსიკა.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-მარკოსი San Marcos | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
ადმ. ცენტრი | San Marcos | ||||
კოორდინატები | 14°53′00″ ჩ. გ. 92°03′00″ დ. გ. / 14.88333° ჩ. გ. 92.05000° დ. გ. | ||||
ფართობი | 3 791 კმ² | ||||
მოსახლეობა | 794 951 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 209,69 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
1838 წლის 2 თებერვალს, სან-მარკოსმა, კეცალტენანგოს, კიჩეს, რეტალულეუს და ტოტონიკაპანთან ერთად შექმნა მოკლე ისტორიის მქონი ცენტრალურამერიკული სახელმწიფო ლოს-ალტოსი. ეს სახელმწიფო 1840 წელს რაფაელ კარერამ დაანგრია, რომელიც შემდეგ გვატემალის პრეზიდენტი გახდა.
სან-მარკოსის დეპარტამენტი 29 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტისგან შედგება.