კეცალტენანგოს დეპარტამენტი
კეცალტენანგო (ესპ. Quetzaltenango) — დეპარტამენტი დასავლეთ გვატემალის მაღლობზზე. დედაქალაქია კეცალტენანგო — გვატემალის მეორე უდიდესი ქალაქი. დეპარტამენტი დაყოფილია 24 მუნიციპალიტეტად. ძირითადი მოსახლეობაა ესპანურენოვანი ლადინები და მაიას ჯგუფის კიჩესა და მამის ხალხები. რელიეფი მთიანია, ძირითადი მდინარეა სამალა. მოქცეულია სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში, რაც განაპირობებს როგორც მიწისძვრებს, ისე ვულკანურ აქტივობებს.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კეცალტენანგო Quetzaltenango | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
ადმ. ცენტრი | Quetzaltenango | ||||
კოორდინატები | 14°50′45″ ჩ. გ. 91°31′08″ დ. გ. / 14.84583° ჩ. გ. 91.51889° დ. გ. | ||||
დაარსდა | 16 სექტემბერი, 1845 | ||||
ფართობი | 1 951 კმ² | ||||
მოსახლეობა | 624 716 კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
ესპანელთა მიერ დაყრობამდე, დღევანდელი კეცალტენანგოს დეპარტამენტის ტერიტორია შედიოდა კუმარკახის კიჩეს სამეფოს შემადგენლობაში, რომელიცც ესპანელებმა პედრო დე ალვარადოს მეთაურობით დაამხეს. დეპარტამენტის სტატუსი 1845 წლის დეკრეტით მიენიჭა.
კეცალტენანგოს დეპარტამენტში დაიბადა გვატემალის რამდენიმე პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი.