სანქტ-პეტერბურგის მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის ტაძარი (რუს. Храм Посещения Пресвятой Девой Марией Елизаветы) — ერთ-ერთი კათოლიკური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, ვიბორსკის ყოფილ კათოლიკურ სასაფლაოზე. ტაძარი აგებულია 1856-1879 წლებში.
სანქტ-პეტერბურგის მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°57′58″ ჩ. გ. 30°22′08″ ა. გ. / 59.96611° ჩ. გ. 30.36889° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ნიკოლოზ ბენუა |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეოგოთიკა |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება ღვთისმშობლის არქიეპარქიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპიკსოპოსი პაოლო რეცი. ტაძარში მსახურობენ ვერბისტების კათოლიკური ორდენის წევრები.
ისტორია
რედაქტირება1852 წელს სანქტ-პეტერბურგის კათოლიკეთა სასულიერო საზოგადოებამ ითხოვა გაეხსნათ ქალაქში კათოლიკური სასაფლაო. 1856 წელს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაამტკიცა კათოლიკური სასაფლაოსა და სამლოცველოს შექმნის ბრძანება. სასფლაოსათვის მიწის ნაკვეთი გამოყვეს ვიბორგის მხარეში. სასაფლაოს სამლოცველოს პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ნიკოლიზ ბენუამ. 1856 წელს მოხდა სამლოცველოს საფუძვლის ჩაყრა, მშენებლობა გაგრძელდა ზუსტად სამი წელი. 1859 წელს მიტროპოლიტმა ვაცლავ ჟილინსკიმ სამლოცველო აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
1870-იან წლებში გადაწყვიტეს სამლოცველო ტაძრად გადაეკეთებინათ, პროექტის ავტორი კვლავ ნიკოლოზ ბენუა იყო. აშენებული ტაძარი აკურთხეს 1879 წელს მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის სახელზე. ეკლესიას ჰქონდა ექვსი საკურთხეველი და თავიდან გამოიყენებოდა მხოლოდ დასაკრძალავად. ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა შეასრულა ცნობილმა მხატვარმა ადოლფ შარლემანმა. ტაძრის სარდაფში მოწყობილ აკლდამაში დაკრძალულია რამდენიმე კათოლიკე მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ასევე ტაძრის შემქმნელი ნიკოლოზ ბენუა. სასაფლაოზე ტაძრის ახლოს დაკრძალული არიან ცნობილი პირები: მხატვრები ფიოდორ ბრუნი, ლუიჯი პრემაცი, ადოლფ შარლემანი, ფსიქიატრი ივან მერჟეევსკი, მომღერალი ანჯოლინა ბოზიო და სხვები.
ეკლესიასთან მოქმედებდა საბავშვო სახლი, ღარიბებისა და ავადმყოფი ქალების თავშესაფარი. 1914 წელს გაიხსნა სკოლა, მოგვიანებით - პროგიმნაზია.
ტაძარი ფუნქციონირებდა 1938 წლამდე. ამავე წლის 1 ნოემბერს კი დახურეს[1]. მომდევნო წელს სასაფლაოც გააუქმეს, დაკრძალულების ნაწილი გადაასვენეს ალექსანდრე ნეველის ლავრის სამუზეუმო ნეკროპოლში. ეკლესიის შენობა გადააკეთეს კარტოფილის საცავად.
2002 წლის აპრილში ეკლესიის შენობა დაუბრუნეს კათოლიკეებს. წარიმართა ნაწილობრივი რესტავრაცია, რეგულარული ღვთისმსახურება დაიწყო 2005 წლიდან. 2017 წლამდე მრევლს ხელმძღვანელობდა მღვდელი რიხარდ შტარკი. 2017 წლის ნოემბრიდან წინამძღვარია მიხაილ მარგეფკა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сайт церкви დაარქივებული 2014-12-22 საიტზე Wayback Machine.
- История храма Посещения на сайте вербистов[მკვდარი ბმული]
- Церковь Посещения в энциклопедии Санкт-Петербурга დაარქივებული 2015-02-27 საიტზე Wayback Machine.
- История церкви на сайте Архиепархии Божией Матери დაარქივებული 2016-11-07 საიტზე Wayback Machine.
- Возрождение церкви Посещения Пресвятой Богородицы[მკვდარი ბმული]
- В Санкт-Петербурге пытаются восстановить католический некрополь
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Берташ А. В. Выборгское кладбище — летопись истории Петербурга // Бывшее Выборгское римско-католическое кладбище в Санкт-Петербурге (1856—1950). Книга памяти. Сост. о. К. Пожарский. СПб — Варшава, 2003. — С. 42.