სანტიაგო-დელ-ესტერო
სანტიაგო-დელ-ესტერო - ქალაქი ჩრდილოეთ არგენტინაში, სანტიაგო-დელ-ესტეროს პროვინციის დედაქალაქი, არგენტინის მეთორმეტე უდიდესი ქალაქი. 2001 წელს მისი მოსახლეობა 244,733 ადამიანს შეადგენდა. მდებარეობს მდინარე დულსეზე, ბუენოს-აირესიდან 1,042 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქი უძველესია არგენტინის ტერიტორიაზე ესპანელთა მიერ დაარსებულ ქალაქებს შორის. მისი ასაკი 455 წელია. მას ზედმეტსახელად "Madre de Ciudades"-ს ეძახიან (ქალაქების დედა).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სანტიაგო-დელ-ესტერო Santiago del Estero | |||||
| |||||
ქვეყანა | არგენტინა | ||||
პროვინცია | სანტიაგო-დელ-ესტეროს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 27°46′00″ ს. გ. 64°15′00″ დ. გ. / 27.76667° ს. გ. 64.25000° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | უგო ინფანტე | ||||
დაარსდა | 1553 წ. | ||||
ფართობი | 2,116 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 182 მ | ||||
მოსახლეობა | 244,733 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 230 614 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +54 (0) 0385 | ||||
საფოსტო ინდექსი | G4200 | ||||
ოფიციალური საიტი | santiagociudad.gov.ar | ||||
ქალაქში მდებარეობს სანტიაგო-დელ-ესტეროს ეროვნული უნივერსიტეტი და აეროპორტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქსა და მის შემოგარენში ცხოვრობს 100,000 კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ადგილობრივი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურის საიტი დაარქივებული 2006-10-14 საიტზე Wayback Machine.
- მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-02-23 საიტზე Wayback Machine.
- მუნიციპალური ინფორმაცია