სანიორეს მარიამწმინდის ეკლესია

სანიორეს მარიამწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ სანიორეს ვენახებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შეკეთებულია XX საუკუნეში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, აღმოსავლეთით დასრულებულია ბრტყელი აფსიდით, რომლის ცენტრში ჯვრის ფორმის სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზის ქვა დგას კედლები შიგნიდან დუღაბითაა გალესილი. ძეგლის ოთხივე კედელი ძველია, შელესილი ცემენტით. სახურავი და შიდა გადახურვა ახალია.

ლიტერატურა რედაქტირება