სანდრო ინაშვილის ქუჩა

სანდრო ინაშვილის ქუჩა — ყოფილი ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); რევაზ თაბუკაშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. დააპროექტეს 1833-1835 წლებში. 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც არტილერიის ქუჩა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე სალდათის ქუჩის სახელწოდებითაა დატანილი, ხოლო არტილერიის ქუჩის სახელი შერჩა იქვე მდებარე კვალის ქუჩას. სალდათის ქუჩას 1905 წლის შემდეგ დაარქვეს სამხედრო ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან კი სანდრო ინაშვილის სახელი დაერქვა. ამჟამად ქუჩა აღარ არსებობს, მისი ერთი ნაწილი რევაზ თაბუკაშვილის ქუჩას შეუერთდა, ხოლო მეორე პირველი რესპუბლიკის მოედანს.

ლიტერატურა

რედაქტირება