სანდრა ხულიეტა ტორეს კასანოვა (ესპ. Sandra Julieta Torres Casanova; დ. 5 ოქტომბერი, 1955) — გვატემალელი პოლიტიკოსი. გვატემალის პირველი ლედი 2008-2011 წლებში. იმედის ეროვნული კავშირის გენერალური მდივანი. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. მონაწილეობდა ასევე 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიმი მორალესის წინააღმდეგ.

სანდრა ტორესი
სანდრა ტორესი
იმედის ეროვნული კავშირის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2012 – 31 აგვისტო, 2021
წინამორბედიალვარო კოლომი

გვატემალის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 2008 – 7 აპრილი, 2011
პრეზიდენტიალვარო კოლომი
წინამორბედივენდი დე ბერგერი
მემკვიდრეროსა ლეალ დე პერესი

დაბადებული5 ოქტომბერი, 1955
მელჩორ-დე-მენკოსი, პეტენის დეპარტამენტი
ეროვნებაგვატემალელი
რეზიდენციაგვატემალა
პოლიტიკური პარტიაიმედის ეროვნული კავშირი
მეუღლეალვარო კოლომი (2003-2011)
განათლებასან-კარლოსის უნივერსიტეტი, რაფაელ ლანდივარის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სანდრა ხულიეტა ტორეს კასანოვა დაიბადა მელჩორ-დე-მენკოსში ენრიკე ტორესისა და ტერეზა კასანოვას ოჯახში. დაამთავრა სან-კარლოსის უნივერსიტეტი, აქვს კომუნიკაციის მეცნიერებების ხარისხი. გარდა ამისა მიიღო მაგისტრის ხარისხი რაფაელ ლანდივარის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი პოლიტიკის მიმართულებით.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

გეგმავდა მონაწილეობას 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტურში 19,76 %-ით დაიკავა მეორე ადგილი. მეორე ტურში მიიღო ხმების 32,56 % და დამარცხდა ჯიმი მორალესთან[1][2][3].

მონაწილეობდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც,[4] სადაც მეორე ტურში მიიღო ხმების 42,05 % და დამარცხდა ალეხანდრო ჯამატეისთან.[5]

  1. Guatemala ex-first lady Sandra Torres in presidential run-off. BBC News.
  2. Juan Montes. (15 September 2015) Guatemalan Former First Lady Sandra Torres in Presidential Runoff. WSJ.
  3. Guatemala Comic to Face Former First Lady in Presidency Run-off. VOA.[მკვდარი ბმული]
  4. Cuffe, Sandra (15 May 2019). „Guatemala court rules popular anti-corruption crusader ineligible to run for president“. Washington Post. ციტირების თარიღი: 16 May 2019.
  5. „Guatemala center-left candidate concedes defeat in presidential...“. Reuters (ინგლისური). 2019-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-12. ციტირების თარიღი: 2019-08-12.