პეტენის დეპარტამენტი

პეტენი — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია ფლორესი. გეოგრაფიულად, წარმოადგენს გვატემალის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დეპარტამენტს, ამავე დროს უდიდესს. მისი ფართობი 33 600 კმ²-ია, რაც გვატემალის მთლიანი ტერიტორიის მესამედს შეადგენს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 450 000 ადამიანს ითვლის.

დეპარტამენტი
პეტენი
Petén
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
ადმ. ცენტრი Flores
კოორდინატები 16°54′00″ ჩ. გ. 89°54′00″ დ. გ. / 16.90000° ჩ. გ. 89.90000° დ. გ. / 16.90000; -89.90000
დაარსდა 8 მაისი, 1866
ფართობი 35 854 კმ²
მოსახლეობა 366 735 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 10,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-6
ოფიციალური საიტი http://www.guatemala.gob.gt/peten.php

გეოგრაფია

რედაქტირება
 
საბორნე გადაზიდვა მდინარე პასიონზე, ქალაქ საიაკსჩესთან
 
ტიკალის ცენტრალური აკროპოლისი

დეპარტამენტს აღმოსავლეთით ბელიზი ესაზღვრება, დასავლეთით და ჩრდილოეთით — მექსიკა, სამხრეთით კი გვატემალის ალტა-ვერაპასისა და ისაბალის დეპარტამენტები.[1] მექსიკასთან დასავლეთი საზღვარი ძირითადად მიუყვება მდინარე უსუმასინტასა და მის შენაკად სალინასს მიუყვება.[2]

პეტენის დეპარტამენტი გვატემალის მთავრობის 1866 წლის 8 მაისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.[3]

1960-იანი წლებიდან, გვატემალის მთავრობა, ნებისმიერ მოქალაქეს სთავაზობდა სამოსახლო მიწებს პეტენში და ჰონორარად $25-ს უხდიდა. ფლორესსა და ტიკალში მცირე აეროპორტების აშენების შემდეგ განვითარება იწყო ტურიზმმა. 1970-იანი წლებიდან ტიკალიდან გზა გაიხსნა ბელიზის მიმართულებით. პირველი მოასფალტებული გზა დეპარტამენტში 1982 წელს დაიგო.

1990-იანი წლებიდან პეტენში მრავალი ახალმოსახლე შევიდა, რამაც სამხრეთ ნაწილში დეფორესტაცია გამოიწვია. [4]

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

პეტენის დეპარტამენტი 12 მუნიციპალიტეტისგან შედგება:

  1. დოლორესი
  2. ფლორესი
  3. ლა-ლიბერტადი
  4. მელჩორ-დე-მენკოსი
  5. პოპტუნი
  6. სან-ანდრესი
  7. სან-ბენიტო
  8. სან-ფრანსისკო
  9. სან-ხოსე
  10. სან-ლუისი
  11. სანტა-ანა
  12. საიაკსჩე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ITMB Publishing Ltd. 2005.
  2. ITMB Publishing Ltd. 2005.
  3. Hernández & González.
  4. Michael Stoll. A Visit to Beef National Park. Pulitzer Center on Crisis Reporting.[მკვდარი ბმული]