სანახშირო
სანახშირო, სანახშირე — ძველ საქართველოში განსაკუთრებული ქონებრივი საზღვარი, რომელსაც მესისხლეთა შორის ზავის ჩამოგდების შემდეგ დამნაშე დაზარალებულს „სისხლის“ გადახდის საწინდრად აძლევდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „სანახშირე ესე არს რა მესისხლენი დაზავდნენ, პირველად სანდო რამე მისცენ სისხლის გარდაჴდამდე“. სანახშირო, ისევე როგორც საპირო, არ შედიოდა „სისხლის“ ანგარიში, მისი წინაგასაძღუანებელი საზღვარი იყო სანახშიროს ოდენობა დაზარალებულის სოციალური-წოდებრივი მდგომარეობისა და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. სანახშირო გათვალისწინებულია ბაგრატ კურაპალატის სამართლის (მ. 159) და კანონიკური სამართლის (მ. 162) ფრაგმენტებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 78.