სანატორიუმი „აზრა“
სანატორიუმი „აზრა“ — არტ-ნუვოს (მოდერნის) არქიტექტურის ძეგლი სოხუმში, სოხუმის მთაზე. აიგო 1913 წელს. ეკუთვნოდა სოხუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურის მეუღლეს, ეკატერინე ალფეროვას. შენობის ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევდა მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დეკორით გაფორმებული აივნები, რომელზე მოხვედრაც ყველა ოთახიდან შეიძლებოდა. ბოლო სართული წარმოადგენდა ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში დაშენებულ ოთახს, შემინულფასადიან წვეტურას (glazed gable), რომელიც წარმოჩენდებოდა შენობის მთავარ ნაწილად.
აზრა | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | არტ-ნუვო |
ქვეყანა | საქართველო |
გაიხსნა | 1913 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სართულთა რაოდენობა | 4 |
გასაბჭოების შემდგომ დაწესებულებას სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. 1950-იან წლებში აქ განთავსდა ბალნეოლოგიის ინსტიტუტი. მაშინ დაიწყო ცვლილებები ექსტერიერში, რამაც საბოლოოდ შენობას დაუკარგა ისტორიული სახე და არქიტექტურული ღირებულება.
„აზრადან“ იშლება ხედი სოხუმის ყურეზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дачи русских. Исчезнувшая красота
- Санаторий «Азра» დაარქივებული 2020-09-25 საიტზე Wayback Machine.
- „აზრას“ სურათები