სანაპირო ზღვა
სანაპირო ზღვა[1] (ლათ. Mare Marginis) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს.
სანაპირო ზღვა | |
Mare Marginis | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 357.63 კმ. |
სახელწოდება | |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
12.70° ს. გ. 86.52° ა. გ. / 12.70° ს. გ. 86.52° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
სანაპირო ზღვა ვიკისაწყობში |
ზღვის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 12°42′N 86°31′E / 12.70° ჩ. გ. 86.52° ა. გ., დიამეტრი — 420 კმ.
უშუალოდ ზღვაში მდებარეობს ტეილერის კრატერი. სამხრეთით არის დიდი კრატერები ნეპერი და ჯანსკი (ლათ. Jansky), ჩრდილო-დასავლეთით არის კრატერები გოდარდი და იბნ-იუნუსი
ზღვის დასავლეთით არის ბნელი უბნების ჯგუფი, რომელსაც აქვს არაოფიციალური სახელი — კატის ღიმილის ტბა (ლათ. Lacus Risus Felis).
სანაპიროს ზღვის სახელწოდება პირველად გამოჩნდა კატალოგში „Die Randlandschaften des Mondes“, რომელიც გამოქვეყნდა 1913 წელს. იგი შეტანილია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ დამტკიცებულ მთვარის ზედაპირის ობიექტების სახელების პირველ კატალოგში, რომელიც გამოქვეყნდა მ. ბლაგისა და კ. მიულერის მიერ 1935 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Mare Marginis.
- Море Краевое в THE MOON WIKI
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯაფიაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665-667.