სანამყენე
სანამყენე
- 1. სხვა მცენარეზე (საძირეზე) დასამყნობი კულტურული ჯიშის კალამი ან ქერქის კვირტიანი ნაწილი;
- 2. მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელიც განვითარებულია სანამყენის კალმიდან ან კვირტიდან. მეხილეობაში კალამს სადედე ბაღიდან იღებენ. სანამყენის ხარისხი დამოკიდებულია სადედე ხის მდგომარეობასა (უნდა იყოს ჯანსაღი, მოსავლიანი, ცუდი გარემო პირობების ამტანი) და კალმის შენახვის პირობებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 76.