სამხრეთ აფრიკული ღვინო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამხრეთ აფრიკული ღვინოსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული ღვინო, რომლის ისტორია 1659 წლიდან იწყება, როდესაც სამხრეთ აფრიკული ღვინის პირველი ბოთლი დაამზადა იან ვან რიბეეკმა კეიპტაუნში. დროთა განმავლობაში სამხრეთ აფრიკული ღვინო დაიხვეწა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომამ გამოიწვია ახალი ინვესტიციების მოზიდვა სამხრეთ აფრიკის ღვინის ბაზარზე. წარმოება კონცენტრირებულია კეიპტაუნის გარშემო, სადაც გაშენებულია ვენახები და საწარმოო ცენტრები. ადგილწარმოშობის ღვინის სისტემაში დაახლოებით 60 დასახლებაა. 1973 წელს განისაზღვრა ღვინის მწარმოებელი რეგიონები, რაიონები და პალატები. ადგილწარმოშობის დასახელების მქონე ღვინო უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოშობილ ყურძენს. [1]

მუხის კასრის თეთრი ღვინო, რომელიც წარმოებულია შენინ ბლანისგან.
 
იან ვან რიბეეკის ჩამოსვლა კონცხთან, ჩარლზ ბელის ნახატი

სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრიის ფესვები ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას უკავშირდება, რომელმაც დააარსა მომარაგების სადგური ახლანდელ კეიპტაუნში. ჰოლანდიელ ქირურგს იან ვან რიბეეკს დაევალა სადგურის მართვა და ვენახების გაშენება ღვინოებისა და ყურძნის წარმოებისთვის. პირველი მოსავალი მზად იყო 1659 წლის 2 თებერვალს (როგორც აღნიშნულია ვან რიბეეკის ჟურნალში), 1652 წლის დესანტიდან შვიდი წლის შემდეგ. [2] [3] კეთილი იმედის კონცხის გამგებლის, ვან რიბეეკის მემკვიდრე, სიმონ ვან დერ სტელი ცდილობდა რეგიონში მევენახეობის ხარისხის გაუმჯობესებას. 1685 წელს მან იყიდა 750 ჰექტარი მიწა კეიპტაუნის გარეთ და დააარსა კონსტანტიას ღვინის სამფლობელო. ვან დერ სტელის გარდაცვალების შემდეგ, ვაზის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ მევენახეობა კვლავ აღდგა 1778 წელს, როდესაც იგი ჰენდრიკ კლოეტამ შეიძინა. [4]

XX საუკუნის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრია საერთაშორისო ყურადღების მინიმალურად ექცეოდა. მისი იზოლაცია გაამწვავა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ბოიკოტებმა, ქვეყანაში არსებული აპართეიდის სისტემის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მხოლოდ 1990-იან წლებში დასრულდა აპართეიდი და გაიხსნა მსოფლიო საექსპორტო ბაზარი. სამხრეთ აფრიკული ღვინოს ბევრმა მწარმოებელმა სწრაფად აითვისა მევენახეობისა და მეღვინეობის ახალი ტექნოლოგიები. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ისეთ ცნობილ ჯიშებზე, როგორებიცაა შირაზი, კაბერნე სოვინიონი და შარდონე. ძლიერი კოოპერატივის კერძო ბიზნესში რეორგანიზაციამ გამოიწვია შემდგომი ინოვაციები და ხარისხის გაუმჯობესება. [4]

მეღვინეობა და ღვინოები

რედაქტირება
 
XX საუკუნის ბოლოდან სამხრეთ აფრიკელი მეღვინეები ყურადღებას ამახვილებენ წითელი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის ტრადიციები ხშირად წარმოადგენს ძველი სამყაროს ღვინის წარმოებისა და ახლის ჰიბრიდიზაციას. აპართეიდის დასრულების შემდეგ, მრავალი მწარმოებელი მუშაობდა „საერთაშორისო“ სტილის ღვინის წარმოებაზე, რომელსაც წარმატების მიღწევა შეეძლო მსოფლიო ბაზარზე. გასული საუკუნის 80-იან წლებში პოპულარული გახდა მუხის კასრების გამოყენება დუღილისა და დაძველებისთვის. ხშირად მეღვინეებს აქვთ ყურძნის დაბალი მჟავიანობის პრობლემები, რაც მოითხოვს მჟავების დამატებას, მაგალითად, ღვინის მჟავა. [4]

დღეს სამხრეთ აფრიკული ღვინის ინდუსტრიის ყურადღება გამახვილებულია ღვინის წარმოების ხარისხის ამაღლებაზე - განსაკუთრებით უფრო მეტად საექსპორტო და მოდური წითელი ყურძნის ჯიშებზე. ტრადიციულად, სამხრეთ აფრიკის წითელ ღვინოს აქვს უხეში ტექსტურა და სოფლის არომატი. აფრიკული სიტყვა dikvoet, რომელიც ამ ღვინოების აღსაწერად გამოიყენებოდა, სიტყვასიტყვით „სქელ ფეხს“ ნიშნავდა. ვენახებში მევენახეებმა ყურადღება გაამახვილეს მოსავლიანობის კონტროლზე უკეთესი სიმწიფის მისაღწევად, ხოლო მეღვინეები იყენებდნენ თანამედროვე ტექნიკას უფრო რბილი და ტკბილი ღვინოების შესაქმნელად. [5] ფართოდ იყენებენ ტემპერატურის კონტროლს დუღილისას, ასევე ნაკლებად არიან დამოკიდებული ფილტრაციაზე, როგორც სტაბილიზაციის საშუალებაზე. [4]

ეტიკეტირების კანონები

რედაქტირება

სამხრეთ აფრიკის ეტიკეტირების კანონი ძირითადად ორიენტირებულია გეოგრაფიულ წარმოშობაზე, რომელიც ექვემდებარება ღვინის წარმოების შესახებ კანონმდებლობას. შესაძლებელია ცალკეული ვენახის ღვინის წარმოება, იმ პირობით, რომ ვენახი დარეგისტრირდება მთავრობაში და ამ ვენახში გაიზრდება ყველა ყურძენი, რომელიც გამოიყენება ღვინის წარმოებისას. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „მამული“ აღარ ითვალისწინებს გეოგრაფიული წარმოშობის დასახელებას, მეღვინეებს კვლავ შეუძლიათ ეტიკეტირება „მამულის ღვინოების“ დასახელებით, თუ ყველა ყურძენი გაიზარდა, ღვინო დამზადდა და ჩამოისხმა იმავე მამულში. სამხრეთ აფრიკის ღვინისა და სპირტის საბჭო მართავს ნებაყოფლობით პროგრამას, რომელიც სამხრეთ აფრიკულ ღვინოებს „სერტიფიცირებას“ აძლევს ეტიკეტირების ხარისხისა და სიზუსტის მიხედვით. [4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wine of Origin booklet (PDF). SAWIS (13 August 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007. ციტირების თარიღი: 20 June 2007.
  2. (2013) Wines of the New South Africa: Tradition and Revolution. University of California Press. 
  3. The first wine is pressed at the Cape. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 1 February 2018.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 162–163 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
  5. H. Johnson & J. Robinson The World Atlas of Wine pg 320–322 Mitchell Beazley Publishing 2005 ISBN 1-84000-332-4