სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი (კამერუნი)

სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი (ინგლ. Southwest Region; ფრანგ. Région du Sud-Ouest) — რეგიონი კამერუნის დასავლეთ ნაწილში, 1961 წლამდე იყო სამხრეთი კამერუნის ნაწილი (ბრიტანეთის კამერუნის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუეა. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კამერუნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთის რეგიონს, აღმოსავლეთიდან სანაპირო რეგიონს და დასავლეთიდან ნიგერიას, სამხრეთიდან გარს ერტყმის ბიაფრის ყურის წყლები.

რეგიონი
სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი
ინგლ. Southwest Region
ფრანგ. Région du Sud-Ouest
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ადმ. ცენტრი Buea
შიდა დაყოფა Fako, Koupé-Manengouba, Lebialem, Manyu, Meme და Ndian
კოორდინატები 4°09′00″ ჩ. გ. 9°14′17″ ა. გ. / 4.15000° ჩ. გ. 9.23806° ა. გ. / 4.15000; 9.23806
ფართობი 25 410 კმ²
მოსახლეობა 1 534 232[1][2][3][4] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 60,38 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ქვეყნის ორიდან ერთ-ერთი ინგლისურენოვანი რეგიონი (მეორე: ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი). არსებობს სეპარატისტული განწყობა ქვეყანაში ფრანგულენოვანთა ბატონობის წინააღმდეგ. როგორც ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონშიც მნიშვნელოვნად უკეთესი ინფრასტრუქტურაა, ვიდრე ქვეყნის ფრანგულენოვან ნაწილში. ქალაქ ბუეაში არსებობს უნივერსიტეტი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
სამხრეთ-დასავლეთის რეგიონის დეპარტამენტები

რეგიონი იყოფა 6 დეპარტამენტად:

  1. ფაკო (Fako) — 2093 კმ²
  2. კუპე-მანენგუბა (Koupé-Manengouba) — 3404 კმ²
  3. ლებიალემი (Lebialem) — 617 კმ²
  4. მანიუ (Manyu) — 9565 კმ²
  5. მემე (Meme) — 3105 კმ²
  6. ნდიანი (Ndian) — 6626 კმ²

სულ — 25 410 კმ².