სამხრეთის დედოფალი
„სამხრეთის დედოფალი“ (ესპ. La Reina del Sur) — ესპანურენოვანი ტელენოველა, რომელიც გადაღებულია აშშ-ში მოქმედი ქსელ ტელემუნდოს მიერ ესპანურ ტელეარხ ანტენა 3-თან და კოლუმბიურ RTI Producciones-თან ერთად. ტელენოველას საფუძვლად უდევს ესპანელი მწერლის — არტურო პერეს-რევერტეს ამავე სახელწოდების ნოველა. დრამა ასახავს მექსკიელი (კულიაკანი, სინალოას შტატი) ახალგაზრდა ქალის — ტერესა მენდოსას განდიდებას, რომელიც სამხრეთ ესპანეთში ყველაზე ძლევამოსილი ნარკომოვაჭრე ხდება.
სამხრეთის დედოფალი | |
---|---|
ავტორი | არტურო პერეს-რევერტე |
სცენარი | რობერტო სტოპელიო |
რეჟისორი | ვალტერ დოენერი, მაურისიო კრუსი |
მონაწილეობენ |
კატე დელ კასტილიო უმბერტო სურიტა რაფაელ ამაია ივან სანჩესი |
ქვეყანა | აშშ კოლუმბია ესპანეთი |
ეპიზოდი | 63 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | პატრისიო უილსი, უგო ლეონ ფერერი |
ხანგრძლივობა | 42-45 წთ. |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Telemundo |
პირველად ეთერში | 28 თებერვალი, 2011 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ტელენოველის აღმასრულებელი პროდიუსერია ტელემუნდოს სატელევიზიო სტუდიების პრეზიდენტი პატრისიო უილსი. სამხრეთის დედოფლის დასრულების შემდეგ მან ტელემუნდო დატოვა და RTI Producciones-ის პრეზიდენტად დაინიშნა.
$10 მილიონიანი ბიუჯეტით, სამხრეთის დედოფალი ყველაზე ძვირადღირებული ტელენოველაა, რაც კი ოდესმე ტელემუნდოს შეუქმნია.[1] მისი პრემიერა აშშ-ში სწორედ ამ არხზე შედგა 2011 წლის 28 თებერვალს, რაც არხის ყველაზე მაღალრეიტინგული პრემიერა გამოდგა,[2] ხოლო ფინალურმა სერიამ ტელემუნდოს 19 წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი დააფიქსირა 4,2 მილიონი მაყურებლით, რომელთა ასაკიც ძირითადად 18-49 წელი იყო.[3] ასეთმა წარმატებამ ტელემუნდოს უბიძგა პირველად წარედგინა თავის ნამუშევარი ემის ნომინაციაზე.[4]
სამხრეთის დედოფალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უჩვენეს, მათ შორის კოლუმბიაში,[5] ჩილეში,[6] ნიკარაგუაში, კოსტა-რიკაში, მექსიკაში, კვიპროსში,[7] სერბეთში, ალბანეთში, უნგრეთში, სლოვენიასა და ხორვატიაში. 2011 წლის ზაფხულიდან ტელენოველა გადის ასევე საქართველოში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტელემუნდოს ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2010-01-05 საიტზე Wayback Machine.
- ანტენა 3-ის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Guthrie, Marisa (1 April 2011). „How the Telenovela Is Beating the Networks“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 12 May 2011.
- ↑ Ng, Philiana. „Telemundo's 'La Reina Del Sur' Telenovela Has Strong Launch“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 12 May 2011.
- ↑ Gorman, Bill. "La Reina Del Sur" Draws Best Audience Ever For Telemundo Entertainment Program, Averaging Nearly 4.2 Million Total Viewers. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 1 June 2011.
- ↑ Keneally, Tim. Telemundo Launches Its First Emmy Campaign; Will Tout 'La Reina Del Sur'. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-10. ციტირების თარიღი: 2012-02-23.
- ↑ Anuncian estreno de La Reina del sur en tv colombiana. El Universal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 13 May 2011.
- ↑ La Reina del Sur llegó a Chile este lunes. prlatam. ციტირების თარიღი: 13 May 2011.
- ↑ La Reina Del Sur lands in Cyprus - Telemundo Internacional