სამხედრო ნადავლის პარკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამხედრო ნადავლის პარკი (აზერ. Hərbi Qənimətlər Parkı) — 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ხელში ჩაგდებული სამხედრო ნადავლის პარკი. განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, 8 ნოემბრის პროსპექტის გასწვრივ.[1]

სამხედრო ნადავლის პარკი
აზერ. Hərbi Qənimətlər Parkı

პარკი გახსნის დღეს
მდებარეობა ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
გახსნის თარიღი 12 აპრილი 2021

პარკში წარმოდგენილი ექსპონატები, 10 ხაზისგან შემდგარი თადაცვითი სისტემები, სიმაგრეები, ყაზარმები, ასევე ინფორმაცია საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მოწოდებულია ბრძოლის სურათის წარმოსაჩენად.[2] პარკის ტერიტორიაზე ასევე შექმნილია საინფორმაციო ცენტრი და სუვენირების მაღაზია.[3]

პარკის გახსნა და აქ წარმოდგენილი ექსპონატები, პირველ რიგში კასკები და სომეხი ჯარისკაცების მანეკენები უსაზღვრო აღშფოთებას იწვევვს სომხეთში და თვითონ აზერბაიჯანში სერიოზული დისკუსიის თემას წარმოადგენს.

შინაარსი ისტორია

რედაქტირება

2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ერთი მხიდან აზერბაიჯანის სამხედრო ძალებსა და მეორე მხრიდან არ აღიარებული მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკის და სომხეთის სამხედრო ძალებს შორის, რაც 44 დღე გაგრძელდა და ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდა 1994 წლის ყარაბაღის ომის დამთავრების შემდგომ პერიოდში. 2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სომხეთში შეფასებული იყო, როგორც ეროვნული დამცირება.[4] სომხეთის მხარემ მარცხი განიცადა. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რეგიონი და აზერბაიჯანის სსრ მთიანი ყარაბაღის ოლქის ყოფილი ტერიტორიის დაახლოებით მესამედი დაიბრუნა.[5]

პარკის შექმნა და გახსნა

რედაქტირება

სამხედრო ნადავლის პარკის შექმნა 2021 წლის იანვარში დაიწყო.[2] ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ბაქოში გახსნიდა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მიმდინარეობის პროცესში მიღებული სამხედრო ნადავლის პარკს, ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.[6][7] საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომგანკუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, და სამხედრო ნადავლი ტექნიკის სახით უკვე ადგილზეა მიტანილი. ბრძოლაში დატოვებული ზოგიერთი ნივთი ჯერ კიდევ 10 დეკემბერს გამართულ ბაქოში გამარჯვების აღლუმზე იქნა დემონსტრირებული.[6]

მთელი ექსპოზიციის შექმნას დაახლოებით სამი თვე დასჭირდა.[8] პარკის გახსნა 2021 წლის 12 აპრილს შესდგა.[9][10][11][12] პარკის გახსნაში მონაწილეობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი,[8] რომელმაც თავის სიტყვაში განაცხადა, რომ «თითოეული, ვინც მოინახულებს სამხედრო ნადავლის პარკს, დაინახავს ჩვენი არმიის ძლიერებას, ჩვენს ნებისყოფას და იმას, თუ რა ძნელი იყო გამარჯვების მიღწევა».[4]

ექსპონატები

რედაქტირება

პარკში წარმოდგენილია თავდაცვის სისტემების მაკეტები და გამოფენილია 300 ექსპონატზე მეტი, მათ შორის 150-მდე მძიმე ტექნიკის ერთეული. ექსპონატებს შორის არის ტანკები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სასროლო იარაღები, სატრანსპორტო საშუალებები.[8] კერძოდ, პარკში წარმოდგენილია ტანკები T-72, მსუბუქადბრონირებული ბუქსიმზიდები მტ-ლბ, საზენიტო რაკეტების კომპლექსები "კრაზანა" და "კუბი".[13] ასევე პარკში წარმოდგენილია კომპლექსური ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ოტრკ) "ისკანდერის" ფრაგმენტები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის განაღმვის სააგენტოს (არგს) შეტყობინების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.[8]

ამას გარდა პარკში წარმოჩინებულია ყარაბაღში განლაგებული მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემები, რომელიც 10 ზოლისაგან შესდგება, და თავისში მოიცავს ბეტონის საინჟინრო მოწყობილობებს, ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს და ზღარბებს, დანაღმულ ნაკვეთებს, ტუნელებს, სანგრებს და სხვ..[14] პარკში, ყოველივე ამის გარდა, გამოფენილია სომეხი ჯარისკაცების ასობით მუზარადები, ასევე სომეხი სამხედროების ცვილის მანეკენები.[4] მუზარადების შესახებ მოცემული იყო განმარტება, რომ ისინი სომხების სამხედრო ძალების მიერ მიტოვებულნი იქნენ ბრძოლის ველზე.[1] პარკის შესასვლელთან პარკში დადგმულია პარკის მთავარი ექსპონატი[5] — აზერბაიჯანის არმიის მიერ ომის მიმდინარეობის პროცესში ნადავლის სახით მოპოვებული ორი ათასზე მეტი სამხედრო ავტომობილის სანომრო ნიშნებისაგან გაკეთებული უზარმაზარი ფარი.[14]

პარკში სკამები ჭურვების შესანახი ყუთებისაგან არის გამოჭედილი, განათების ელემენტები გადამდნარი ნაღმებისაგან არის ჩამოსხმული,[13] ხოლო ურნები – სატანკო ჭურვების გილზებისაგან.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 JAMnews В Баку открылся парк военных трофеев: реакция и комментарии
  2. 2.0 2.1 Парк военных трофеев в Баку откроется для посетителей
  3. МИД Армении раскритиковал открытие парка военных трофеев в Баку
  4. 4.0 4.1 4.2 Fury in Armenia as Azerbaijan displays war trophies
  5. 5.0 5.1 Каски, одежда и куклы в форме армянских солдат стали экспонатами в азербайджанском парке
  6. 6.0 6.1 Азербайджан откроет парк трофеев войны в Карабахе
  7. В Баку создается Парк военных трофеев
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Как выглядит азербайджанский Парк военных трофеев. Фоторепортаж
  9. В Баку открыт Парк военных трофеев. ციტირების თარიღი: 2021-04-12
  10. В Баку состоялось открытие Парка военных трофеев. ციტირების თარიღი: 2021-04-12
  11. Верховный главнокомандующий ВС Азербайджана в Парке военных трофеев. ციტირების თარიღი: 2021-04-12
  12. Azertag. (12.04.2021) Президент Ильхам Алиев принял участие в открытии в Баку Парка военных трофеев БУДЕТ ОБНОВЛЕНО-2 ВИДЕО. ციტირების თარიღი: 2021-04-12
  13. 13.0 13.1 В Баку отрылся парк военных трофеев
  14. 14.0 14.1 В Бакинском парке, как в оккупированном Карабахе

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება