სამშვილდის სიონის წარწერა

სამშვილდის სიონის წარწერა — ძველი ქართული წარწერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის ნაქალაქარის სიონის ნანგრევებზე.

სამშვილდის სიონის წარწერის ფრაგმენტი

წარწერა ამოღარული იყო ერთ სტრიქონად სამშვილდის სიონის სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების თითქმის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით 35 მეტრზე. შემორჩენილია ერთ მესამედზე ნაკლები"

 
„...ითა კაცთმოყუარე ... საყოფელი ესე ...თესავით პტ~ხში წლ~ა კ~ მე~ბა კოსტანტინეჲსა დაიდვა საძირკველი ჴელითა მ... აშენებაჲ. ვ~ზბკრ შეისუენა და მისა უკუან იოვანე ისწრაფდის აესრულ... ი სრულიად აღშენებაჲ წ~დ ... ა სტოვათა და წ~ლა გ ლეონ მე~ფა დღესა ენკენიასა ყო სატფურებაჲ ვ~ დღე დიდითა კრებითა განშუ ...“

დათარიღება

რედაქტირება

წარწერის ძლიერი დაზიანების გამო თითქმის შეუძლებელი ხდება მისი რამდენადმე სრულად აღდგენა და სწორად დათარიღება. ამით აიხსნება ის, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ წარწერას სხვადასხვაგვარად ათარიღებენ: მარი ბროსე – 1313 წელი; ექვთიმე თაყაიშვილი – 958 წელი; გიორგი ჩუბინაშვილი – VIII საუკუნე; სარგის კაკაბაძე – 778 წელი; ლევან მუსხელიშვილი – 777 წელი; ნოდარ შოშიაშვილი – X საუკუნის 50-იანი წლები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 231–233
  • კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 51