სამუხის ველის რკინის სადნობი სახელოსნო

სამუხის ველის რკინის სადნობი სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სამუხის ველის ცენტრში, პანტიხევის მარჯვენა მხარეს, მინდორში. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). სახელოსნოს (ფართობი 70 x 70 მ-მდე) ირგვლივ კარგად ჩანს წიდის მოზრდილი ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება