სამტრედიის ქუჩა
სამტრედიის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს დიდუბის რაიონში (დიდუბე), აკაკი წერეთლის გამზირიდან კოსმონავტების სანაპირომდე. XIX საუკუნეში აქ იყო გერმანული მოახალშენეების დასახლება ალექსანდერდორფი (გერმანულად - ალექსანდრეს სოფელი). სახელწოდება მიიღო რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის პატივსაცემად. მოახალშენეები ძირითდად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, რომლის პროდუქტიტაც (ხილი, ბოსტნეული და სხვ.) ამარაგებდნენ თბილისის ბაზარს. ქუჩად ჩამოყალიბდა XX საუკუნის 30-იან წლებში. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე. შემორჩენილია ტიპური, სოფლური (ფერმერული) სახლები.
სამტრედიის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
ისტორიული რაიონი | დიდუბე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 156, ISBN 99928-20-32-2.