სამსონ ქუთათელაძე (ფიზიკოსი)

ქართველი საბჭოთა ფიზიკოსი

სამსონ სიმონის ძე ქუთათელაძე (დ. 31 ივლისი, 1914, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 მარტი, 1986, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა ფიზიკოსი.

სამსონ ქუთათელაძე
რუს. Самсон Семёнович Кутателадзе
დაბ. თარიღი 18 (31) ივლისი, 1914
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1986(1986-03-20) (71 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია იუჟნოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი და thermophysicist
მუშაობის ადგილი Q19908739?, ნ. გ. კუზნეცოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემია, Siberian Branch of the Russian Academy of Sciences, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და S.S. Kutateladze Institute of Thermophysics SB RAS
ალმა-მატერი Northwestern State Technical Remote University
განთქმული მოსწავლეები Aleksandr Leontyev
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
შვილ(ებ)ი Semyon Kutateladze
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „საბჭოთა არქტიკის დაცვისათვის“, Max Jakob Memorial Award და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამსონის მამა, სიმონ სამსონის ძე ქუთათელაძე, იყო აზნაური, ოქტომბრის რევოლუციამდე პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდგომ ოფიცერი. დედა – ალექსანდრა ვლადიმიროვნა. ოთხი წლის ასაკიდან სამსონი უმამოდ იზრდებოდა. 1922 წლამდე დედა-შვილი საქართველოში ცხოვრობდა, შემდეგ ლენინგრადში დაბრუნდა. ოჯახს მატერიალურად უჭირდა. სამსონის დედა მედდად მუშაობდა. თავად ლენინგრადის 193-ე სკოლის 8 კლასის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ ქარხანაში ზეინკალის დამხმარედ.[1]

სამსონ ქუთათელაძემ 1832 წელს დაამთავრა ლენინგრადის თბოტექნიკუმი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადის პოლზუნოვის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. აქ ჩაეყარა საფუძველი მის ექსპერიმენტულ მოღვაწეობას. 1938 წელს გამოსცა პირველი მონოგრაფია – "Основы теории теплообмена при изменении агрегатного состояния вещества" (თბოცვლის თეორიის საფუძვლები ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების დროს). ეს იყო ამ თემისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი მსოფლიოში.

1941-45 წლებში სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილებსა და კარელიის ფრონტის მეთოთხმეტე არმიის რიგებში. ომიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა, პარალელურად სწავლობდა და 36 წლის ასაკში დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ორი წლის შემდეგ გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მისი შრომები ეძღვნება თბოფიზიკის ისეთი ძირითადი დარგების განვითარებას როგორიცაა: თბომასაგადაცემა სითხეების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების დროს; სითხეების და აირების ჰიდროდინამიკა და სხვ. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეცნიერების ამ მიმართულების განვითარებაში.

1958 წელს სამსონ ქუთათელაძემ აკადემიკოს მიხეილ სტირიკოვიჩთან ერთად გამოსცა მონოგრაფია – "Гидродинамика газожидкостных смесей" (სითხეებისა და აირების ნარევების ჰიდროდინამიკა). ეს იყო მსოფლიოში პირველი ნაშრომი, რომლეშიც განზოგადებული იყო ამ დარგში მიღებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგები. 1953-58 წლებში სამსონ ქუთათელაძე კითხულობდა ლექციებს ა. ნ. კრილოვის სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემიაში. 1959 წელს მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში (ნოვოსიბირსკი) თბოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1964 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი. სამსონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობის პერიოდში ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტი გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ინსტიტუტი ამ დარგში. აქ მუშაობდნენ ჰიდროდინამიკის ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა სითხეებისა და გაზის ტურბულენტურობა, დუღილის მექნიზმი, გალღობილი ლითონის სითბოგადაცემა, დიდი სიჩქარის დროს მოძრავი აირების თბოგადაცემა და სხვა.

სამსონ ქუთათელაძე თბოფიზიკასა და ჰიდროდინამიკაში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად ითვლება. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად იყო პედაგოგიც. 1962 წლიდან იყო ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პროფესორი, 1967 წელს დაინიშნა თბოფიზიკის კათედრის გამგედ, 1970 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 1979 წელს კი - ნამდვილ წევრად. ამევე დროს, იყო მთელი რიგი საბჭოთა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი.

სამსონ ქუთათელაძე გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია ნოვოსიბირსკში. მისი სახელი ეწოდა ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტსა და ნოვოსიბირსკის ერთ–ერთ ქუჩას. აქ ცხოვრობს მისის ვაჟი – მათემატიკოსი სიმონ ქუთათელაძე. მეცნიერის სიკვდილის შემდეგ დაარსდა მისი სახელობის პრემია.

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება

სამსონ ქუთათელიძეს მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირისა (1983) და რუსეთის (1988, სიკვდილის შემდეგ) სახელმწიფო პრემიები, საკავშირო აკადემიის პოლზუნოვის სახელობის პრემია (1976). დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, მათ შორის, სოციალისტური შრომის გმირისა (1984) და ლენინის სახელობის სამი ორდენით (1967, 1982, 1984), ოქტომბრის რევოლუციის (1974), შრომის წითელი დროშის (1954) და საპატიო ნიშნის (1957) ორდენებით. დაჯილდოვებულია ამერიკის ინჟინერ–მექანიკოსთა საზოგადოებისა და ინჟინერ–ქიმიკოსთა ინსტიტუტის მიერ დაარსებული მაქს ჯეიკობის სახელობის საერთაშორისო მედლით (1969).[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამსონ ქუთათელაძე : 1914-1986 // 100 ქართველი უცხოეთში. – თბ., 2011. – გვ.294–295.
  • ქუთათელაძე სამსონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. – თბ., 2012. – გვ.187.
  • სამსონ ქუთათელაძე // გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები : კრებული / შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვ.; იბეჭდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. – თბ., 2012. – გვ.144-146.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება