სამსონ აბაშიძე
სამსონ ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1835 ― გ. 1894) — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მსახურობდა ალექსანდრე II-ის სამხედრო ამალაში („კონვოიში“). იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. ქართველ „სამოციანელთა“ შეხედულებების დასაცავად „ცისკარში“ დაბეჭდა ცნობილი წერილი „თერგდალეულეის“ ფსევდონიმით (1862). მისი კრიტიკული-პუბლიცისტური და სატირული თხზულებანი იბეჭდებოდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21.
- ხუციშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 24-25.