სამრეკლოს ნამოსახლარი გორა

ნამოსახლარი გორაარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მლაშე ტბის აღმოსავლეთით მდებარე მთის სამხრეთ ფერდზე, ხელოვნურად მოსწორებულ ადგილზე, რომელსაც გარშემოუყვება სათავდაცვო თხრილი. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანით. გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური). ძეგლზე დადასტურებულია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება