სამეცნიერო-პოპულარული კინო

სამეცნიერო-პოპულარული კინო, სამეცნიერო კინოს ერთ-ერთი სახეობა. მოიცავს სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ფილმებს, გამიზნულია მაყურებელთა ფართო წრეებისათვის. მოიცავს სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ფილმებს, გამიზნულია მაყურებელთა ფართო წრეებისათვის. სამეცნიერო-პოპულარული კინო საყოველთაო მისაწვდომი ფორმით გადმოსცემს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერების საფუძვლებს, გვაცნობს მათ ისტორიას, პროპაგანდას უწევს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევეს.

საქართველო

რედაქტირება

საქართველოში სამეცნიერო-პოპულარული კინოს ფუძემდებელია ცნობილი საზოგადო მოღვაწე პ. თუმანიშვილი, რომელმაც 1918 წელს თავის „კინოპროგრამაში“ ჩამოაყალიბა კინოს ამ სახის არსი და დასახა მისი განვითარების გზები. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ახალჩამოყალიბებული „სახკინმრეწვის“ თაოსნობით შეიქმნა სამეცნიერო-პოპულარული ე. წ. კულტურფილმები. მათი თემატიკა შეეხებოდა სოფლის მეურნეობას, მედიცინასა და გეოგრაფიას:„სვანეთი“ (რეჟისორი ვ. კერესელიძე, 1926), „მეაბრეშუმეობა“ (1929), „მეცხოველეობა“ (ორივეს რეჟისორი გ. გომართელი, 1929), „ზოომინიმუმი“ (რეჟისორი ვ. შველიძე, 1931), „საქართველოს ფლორა“ (რეჟისორი შ. ხუსკივაძე, 1932), „მალარია“ (რეჟისორი ლ. პუში, 1932).

საქართველოში ინტენსიური მუშაობა გაიშალა სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის ჩამოყალიბების შემდეგ. შეიქმნა ფილმები „ერთი ცდის ისტორია“ (1959, რეჟისორები დიმიტრი აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე), „დარტყმა ღრუბლებზე“ (1962, რეჟისორი დიმიტრი აბაშიძე), „უხილავ სხივთა დამჭერნი“ (1969, რჟისორი გ. ჟვანია) და სხვა მრავალი ფილმი მიეძღვნა კულტურის ძეგლებს („სვეტიცხოველი“, 1960, „საქართველოს ჭედური ხელოვნება“, 1960, ორივეს რეჟისორი ო. ჭიაურელი; „ქართული ტიხრული მინანქარი“, 1964, რეჟისორი თ. ნოზაძე და სხვა). შეიქმნა ფილმპორტრეტები („აკადემიკოსი მუსხელიშვილი“, 1968, რეჟისორი შ. შონია; „უჩა ჯაფარიძე“, 1969, რეჟისორი რ. ჭიაურელი). წარმატება მოიპოვეს ფილმებმა: „საპოვნელა“ (1959, რეჟისორი ო. იოსელიანი), „აბრეშუმი“ (1973, რეჟისორი გ. ჟვანია) და სხვა.

საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ გამოშვებული მრავალი ფილმი დაჯილდოებულია საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების ჯილდოებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟვანია გ., რუსიშვილი ნ., კოპაძე გ., ჩაგუნავა შ., ქართული კინოსურათების ფილმოგრაფია, თბ., 1971;