სამგლე სერის ნამოსახლარი

სამგლე სერის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, ჩრდილიხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის დასასრულს. არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნამოსახლარს თხემი მოსწორებული აქვს. გარშემო შემოუყვება თავდაცვითი თხრილი. ძეგლზე ზედაპირულად აიკრიფა ლეგამოყავისფროდ გამომწვარი კონცენტრული ამოღარულ ზოლებიანი, ქვიშანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება