სამატატა
სამატატა ან სამატატას სამეფო — ინდოეთის სუბკონტინენტზე ანტიკური ხანის სამეფო. მდებარეობდა მდინარე ბრაჰმაპუტრას სათავეებთან, ბენგალის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1] ის იყო გუპტას იმპერიის ვასალი.
სამატატა მაურიების იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიქმნა. დაახლოებით ძვ. წ. 232 წელს იმპერატოს აშოკას სიკვდილის შემდეგ. ითვლება, რომ ის სამუდრაგუპტამ 335 წელს გუპტას იმპერისა შეუერთა. ცნობილია, რომ ის VII საუკუნემდე ბუდისტი მეფეების მიერ იმარტებოდა.
რომაელი გეოგრაფი პტოლემე მას სოუანაგოურას სამეფო-ს უწოდებდა (დღევანდელი სონარგაონი)[2]. ორი ანტიკური ჩინელი მოგზაური თავის ჩანაწერებში ასევე მოიხსენიებს სამატატს. VII საუკუნეში ბერი ხუანზანგი მას სან-მონ-ტატ-ს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამეფო ბუდისტური ცენტრი იყო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ AM Chowdhury (2012), „Samatata“, Sirajul Islam and Ahmed A. Jamal, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh (Second რედ.), Asiatic Society of Bangladesh, http://en.banglapedia.org/index.php?title=Samatata
- ↑ "First, in his list of towns in transgangetic India Ptolemy mentions a place called Souanagoura which has been identified with modern Sonargaon" Excavation at Wari-Bateshwar: A Preliminary Study, Enamul Haque - 2001