სამანტა რიდ სმითი (ინგლ. Samantha Reed Smith; დ. 29 ივნისი, 1972 — გ. 25 აგვისტო, 1985) — ამერიკელი სკოლის მოსწავლე, კეთილი ნების ელჩი, მან ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ახლადარჩეულ ლიდერს, იური ანდროპოვს მისწერა წერილი, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“, რამდენიმე კვირაში კი სამანტამ თავისი ადრესატისგან პერსონალურად მიიღო პასუხი და ასევე მიპატიჟება. ამ არაორდინალურ შემთხვევას აქტიურად გამოეხმაურა მრავალი საინფორმაციო საშუალება, რის შედეგადაც 13 წლის ამერიკელმა გოგონამ არნახული პოპულარობა მოიპოვა.

სამანტა სმითი

სამანტა სმითი პიონერთა ბანაკ არტეკში
დაბადების თარიღი 29 ივნისი 1972
ჰოულტონი, მენი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 აგვისტო, 1985 (13 წლის)
ობერნი, მენი, აშშ
საქმიანობა აქტივისტი, მოსწავლე, მსახიობი
აქტიური 1982–1985

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება