სალომე ჯაში
სალომე ჯაში (დ. 5 ივნისი, 1981, თბილისი) — ქართველი კინოდოკუმენტალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო კურსი; როიალ ჰოლოუეის ლონდონის უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსი კინოდოკუმენტალისტიკის სპეციალობით.
მუშაობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტად. დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია „საქდოკ ფილმი“. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „მათი ვერტმფრენი“ (2006), „ერთ-ერთი მინისტრი“ (2008), „დადუმებულები“ (2009), „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (2010), „ბახმარო“ (2011), „ცურვა“ (2012), „დაისის მიზიდულობა“ (2016), "ჩასარბენი ციხე" (2018) „მოთვინიერება“ (2021).
მოთვინიერება
რედაქტირება2022 წლის აპრილში საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერება“ ჩვენებები თბილისში. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი და როგორც რეჟისორი ამბობს, მათი გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი იყო. „მოთვინიერება“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზე გადაღებული ფილმია, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა.[1]
ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გაგა ჩხაიძემ უთხრა გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.[1]
ჯილდოები
რედაქტირებაამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
- 2011: იჰლავის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი, შუა და აღმოსავლეთ ევროპის 2011 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ფილმისთვის „ბახმარო“
- 2016: ნიონის (შვეიცარია) საერთაშორისო კინოფესტივალი Visions Du Reel, მთავარი ჯილდო ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2016: ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი (ჩილე). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2016 ასტრას კინოფესტივალი (რუმინეთი). შუა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „დაისის მიზიდულობა“
- 2016: იჰლავის (ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი, შუა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო დებიუტი ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2016: ზაგრების საერთაშორისო კინოფესტივალი (ხორვატია). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2017 ჟან რუშის სახელობის საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2017 Subversif de Marz საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „დაისის მიზიდულობა“
- 2021 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (საქართველო). მთავარი ჯილდო ქართული დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 FICUNAM საერთაშორისო კინოფესტივალი (მექსიკა). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 დოკუდეიზ საერთაშორისო კინოფესტივალი (უკრაინა). მთავარი ჯილდო ფილმისთვის "მოთვინიერება"
- 2021 FICMEC საერთაშორისო კინოფესტივალი (კანარიის კულნძულები, ესპანეთი). მთავარი ჯილდო დოკუმენტური კინოს კატეგორიაში ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 მახორდოკს საერთაშორისო კინოფესტივალი (მალიორკა, ესპანეთი). ჟიურის სპეციალური პროზი სახელოვნებო მიღწევისთვის ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 სინეფეტ მისკოლჩის საერთაშორისო კინოფესტივალი (უნგრეთი). მთავარი ჯილდო დოკუმენტური კინოს კატეგორიაში ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 ტაკომას კინოფესტივალი (აშშ) პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმისთვის "მოთვინიერება“
- 2021 Message to Men საერთაშორისო კინოფესტივალი (რუსეთი). მთავარი ჯილდო ფილმისთვის „მოთვინიერება"
- 2021 Cinema du Réel (საფრანგეთი). ახალგაზრდა ჟიური სპეციალური აღნიშვნა ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 CinéDOC საერთაშორისო კინოფესტივალი (საქართველო). ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 IFF ELBE DOCK საერთაშორისო კინოფესტივალი (ჩეხეთი). ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 გოლდენ აპრიკოტის საერთაოშორისო კინოფესტივალი (სომხეთი). FIPRESCI-ს ჯილდო ფილმისთვის „მოთვინიერება“
- 2021 ქარას საერთაშორისო კინოფესტივალი (ყაზახეთი). ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "მოთვინიერება"
ნომინაციები
რედაქტირება- 2011: „ბახმარო“ — ნომინაცია აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის ჯილდოზე
- 2016: „დაისის მიზიდულობა“ — ნომინაცია ოქროს გასაღების ჯილდოზე (გერმანია)
- 2016: „დაისის მიზიდულობა“ — ნომინაცია ვერცხლის თვალის ჯილდოზე (ჩეხეთი)
- 2021: „მოთვინიერება“ — ნომინაცია ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე