სალომე ბახია-ოქრუაშვილი

სალომე ბახია-ოქრუაშვილი (დ. 28 მაისი, 1941, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, მეცნიერი, ფილოლოგი, კავკასიოლოგი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სალომე ბახია-ოქრუაშვილი
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1941(1941-05-28) (83 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების სპეციალობით.

1967 წლიდან − ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1971 წლიდან − ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986 წლიდან − უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლიდან − წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლის ნოემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული კავკასიისა და საქართველოს სხვადასხვა მხარეების საველე-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. არის მრავალი საგრანტო პროექტის, რესპუბლიკური და საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე. მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში. იკვლევს ქართველი და კავკასიელი ხალხების ეთნოლოგიას. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, 10 წიგნის, სასკოლო სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 2009 წლიდან არის პროექტის „აფხაზეთი − ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა − „აფხაზური „აბიფარა“ − „პატრონიმია“, დაიცვა 1983 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა − „აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)“, დაიცვა 2006 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართველთა და ჩრდილოკავკასიელთა ეთნიკური მატერიალური კულტურა : საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ურთიერთშედარებითი ასპექტი. თბ., 2017 გვ. 203 ISBN 9789941274282
  • აფხაზთა ჩვეულებითი სამართალი. თბ., შპს "ირიდა", 2014 გვ. 170 ISBN 978-9941-0-7250-5
  • აფხაზთა ეთნოლოგია : სახელმძღვ. ჰუმანიტ. მეცნ. შემსწ. სტუდ., თბ., უნივერსალი, 2011 გვ. 246
  • აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები : ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა. თბ., უნივერსალი, 2010 გვ. 434

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, თბ., 2012 გვ. 402

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება