სალმან ხანი
სალმან ხანი (ინგლ. Sal Khan; დ. 11 ოქტომბერი, 1976) — ამერიკელი განმანათლებელი და მეწარმე. უფასო, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ხანის აკადემიის დამაარსებელი.
სალმან ხანი | |
---|---|
სალმან ხანი TED 2011-ის კონფერენციაზე | |
მშობლიური სახელი | Salman Khan |
დაბადების თარიღი |
11 ოქტომბერი, 1976 მეტარი, ლუიზიანა, აშშ |
რეზიდენცია | მაუნტინ-ვიუ, კალიფორნია, აშშ |
განათლება | გრეის კინგის საშუალო სკოლა |
ალმა-მატერი |
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი ჰარვარდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
მასწავლებელი, ხანის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი |
ხელფასი | 800,000 აშშ დოლარი |
მეუღლე(ები) | უმაიამა მარვი |
ორგანიზაციას საიტზე წარმოდგენილი აქვს 6500-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ასევე საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა აკადემიური საგნების ფართო სპექტრი ხილვა, ძირითადი ყურადღება კი მიპყრობილია მათემატიკასა და მეცნიერებებზე,[1] ხანი ასევე არის თავისივე სახელობის ლაბორატორიული სკოლის დამაარსებელი.
2018 წლის ივნისის მონაცემებით აკადემიის YouTube არხს ჰყავს 4 მილიონზე მეტი გამომწერი, ხოლო ვიდეო გაკვეთილების ნახვის რაოდენობა 1.5 მილიარდს აღემატება.
2012 წელს ტაიმმა სალმან ხანი დაასახელა სიაში „წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“[2], ჟურნალ „ფორბსმა“ კი მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა და სტატიაც მიუძღვნა სათაურით „1 ტრილიონ დოლარიანი შესაძლებლობა“[3].
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებასალ ხანი დაიბადა ლუიზიანის შტატ მეტარიში ერთ ბენგალურ ოჯახში [4]. მან ადრეული განათლება მიიღო თავის მშობლიურ ქალაქში, გრეის კინგის საშუალო სკოლაში, სადაც როგორც თავად ამბობს „რამდენიმე თანაკლასელი ციხიდან ახალგამოსული იყო, სხვები კი საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას ლამობდნენ“[5]. მოგვიანებით ხანი ესწრებოდა ლექციებს MIT-ში, სადაც მან მიიღო მეცნიერების ბაკალავრის და მეცნიერების დოქტორის ხარისხები (ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში)[6].
ასევე ის ფლობს დოქტორის ხარისხს ბიზნესის მართვაში (ჰარვარდის ბიზნესის სკოლა)[7][8][9].
კარიერა
რედაქტირება2002 წლის ზაფხულში სალ ხანი მუშაობდა კომპანია PARC-ში სტაჟიორად, ხოლო 2003 წლიდან გვიან 2009 წლამდე ის მუშაობდა ჰეჯ ფონდის ანალიტიკოსად Connective Capital Management-ში [10][11][12].
ხანის აკადემია
რედაქტირება2003 წელს ხანი თავისი ბიძაშვილისთვის, რომელსაც ის მათემატიკაში ეხმარებოდა, იღებდა ვიდეოებს და უგზავნიდა მას ინტერნეტის მეშვეობით.[13] ხანმა შემდგომში (2006 წ.) ვიდეოების განთავსება დაიწყო საკუთარ YouTube არხზე, მას შემდეგ რაც მისმა მეგობრებმა და ნათესავებმა შეიტყვეს ამ ყველაფრის შესახებ და ნახეს ვიდეოები.[14]
საგანმანათლებლო ვიდეოების პოპულარულობამ ხანს სამსახურის დატოვებისკენ უბიძგა,[15] მას შემდეგ რაც მან სამსახური დატოვა თავისი მეგობრის ჯოშ გეფნერის აქტიური ხელშეწყობით სალ ხანმა მთელი თავისი ყურადღება YouTube არხის განვითარებას მიაპყრო. შედეგად ხანის აკადემიამ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ამერიკელი ინვესტორის ჯონ დაუერის მეუღლე ანა დაუერისგან.[16]
ვიდეოებმა მსოფლიო მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აისახა კიდევაც ნახვების რაოდენობაში, მხოლოდ პირველ წლებში მისმა ვიდეოებმა 458 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.[15]
2012 წელს ხანმა გამოაქვეყნა წიგნი ხანის აკადემიის საგანმანათლებლო მიზნების შესახებ სათაურით: „The One World Schoolhouse: Education Reimagined“.[17]
2018 წლის მონაცემებით ხანის აკადემიის ვიდეო გაკვეთილებს თავის YouTube არხზე ჯამში 1. 400 000 000-ზე მეტი ნახვა აქვს.[18]
ხანს სჯერა, რომ ტრადიციული საკლასო განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა გაზრდის მასწავლებლის ეფექტურობას, მათი ტრადიციული გაკვეთილებისგან გათავისუფლების მეშვეობით და მისცემს მათ მეტ დროს, ცალკეული სტუდენტების განსაზღვრული საჭიროებების შესასწავლად.[19]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Number of videos, Khan Academy, https://www.khanacademy.org/.
- ↑ „Salman Khan – Time 100“. Time. April 18, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 1, 2013. ციტირების თარიღი: April 22, 2012.
- ↑ $1 Trillion Opportunity. Forbes.
- ↑ Salman Khan. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 2018-06-23.
- ↑ Sengupta, Somini (December 4, 2011). „Khan Academy Blends Its YouTube Approach With Classrooms“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 24, 2014.
- ↑ Solomon, Ethan A.. (December 6, 2011) Sal Khan Is Commencement Speaker. The Tech. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 23, 2018.
- ↑ Kaplan, David A. (აგვისტო 24, 2010). „Innovation in Education: Bill Gates' favorite teacher“. Money. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 23, 2010. ციტირების თარიღი: ივნისი 30, 2012.
- ↑ How Khan Academy Is Changing Education With Videos Made In A Closet – with Salman Khan. Mixergy (June 28, 2010). ციტირების თარიღი: August 26, 2010.
- ↑ Sal Khan at Khan Academy. LinkedIn. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 13, 2014. ციტირების თარიღი: July 5, 2017.
- ↑ Kowarski, Ilana. (June 6, 2010) College 2.0: A Self-Appointed Teacher Runs a One-Man 'Academy' on YouTube – Technology – The Chronicle of Higher Education. Chronicle.
- ↑ The Colbert Report. Colbert Nation. http://www.colbertnation.com/the-colbert-report-videos/388279/june-02-2011/salman-khan. წაკითხვის თარიღი: June 30, 2012.
- ↑ Khan, Sal. Sal Khan. LinkedIn. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 13, 2014. ციტირების თარიღი: September 28, 2014.
- ↑ Salman Khan: Let's use video to reinvent education. TED. დაარქივებულია ორიგინალიდან თებერვალი 22, 2014-ში. https://web.archive.org/web/20140222022519/http://www.ted.com/talks/salman_khan_let_s_use_video_to_reinvent_education.html. წაკითხვის თარიღი: June 30, 2012.
- ↑ Khan academy. YouTube (November 16, 2006). ციტირების თარიღი: August 26, 2010.
- ↑ 15.0 15.1 Sen, Ashish Kumar. (June 28, 2010) Bookmark: The Prof Who Keeps His Shirt On. Outlook India.
- ↑ Bower, Amanda (December 16, 2011). „Substitute teacher“. The Australian.
- ↑ Talking about his new book. Khan Adcademy. http://www.khanacademy.org/talks-and-interviews/v/sal-on-airtalk-talking-about-his-new-book. წაკითხვის თარიღი: December 29, 2012.
- ↑ Khan Academy. Youtube. ციტირების თარიღი: March 1, 2018.
- ↑ Temple, James (December 14, 2009). „Salman Khan, math master of the Internet“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: December 23, 2009.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სალმან ხანი“ ვიკისაწყობში.
- ხანის აკადემიის საიტი
- სალმან ხანი — „Charlie Rose“
- სალმან ხანი — TED
- გარეგნობა C-SPAN-ზე